ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ საქართველო და უკრაინა აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი, არ გადაიხედება. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.
მეტი დათმობა არ იქნება, აცხადებს ლიტვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ლინას ლინკევიჩუსი რუსეთის მოთხოვნაზე, გაუქმდეს საქართველოსა და უკრაინის NATO-ში გაწევრიანების დაპირება.
"მკაფიოდ გამოჩნდა, რომ ოპოზიციური პარტიების მიზანი ინსტიტუციების საქმიანობისთვის ხელის შეშლაა,"- ასე გამოეხმაურა ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი შენგელია საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციის არდასწრებას.
უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მას განუცხადა, რომ რუსეთმა პირობა დადო, უკრაინის ირგვლივ ესკალაციას აღარ გააგრძელებს.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 57 978 კვლევა ტესტით, მათ შორის 34 558 კვლევა ანტიგენის ტესტით და 23 420 PCR ტესტით.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ნატოსგან მოითხოვს იურიდიულად უკან წაიღოს უკრაინისა და საქართველოს ნატოში გაწევრიანების შესახებ დაპირება, რომელიც 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე გაჟღერდა.
მე მზად ვარ ჩავერთო პრეზიდენტის გამოთქმულ ინიციატივაში, - ამის შესახებ „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია „ფეისბუქის“ საკუთარი გვერდზე წერს და ამით დემოკრატიის ვირტუალურ სამიტზე პრეზიდენტ სალომე ზურაბშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა ბიუროს ფორმატში, რიგგარეშე პირველი სხდომის საკითხები განიხილეს. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი შენგელია უძღვებოდა.
მიხეილ სააკაშვილის საქმის პროკურორის, ლევან ვეფხვაძის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიერ საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის გეგმა და მარშრუტი შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა გიორგი ლორთქიფანძემ შეიმუშავა.