ბათუმის საქალაქო სასამართლომ „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი, ვეტერანი მოჭიდავე ლუკა კურტანიძე ოჯახში ძალადობის ნაწილში დამნაშავედ ცნო, ხოლო საკუთრების მფლობელობის დარღვევის, ნივთის დაზიანების და დამცავი ორდერის შეუსრულებლობის ნაწილში გაამართლა.
იაფფასიანი მცდელობებია, ვინმე შეცდომაში შეიყვანონ და ილუზია შექმნან, თითქოს რაღაც ისეთი მოხდა თბილისში აქციებისას, რომელიც სამართალდარღვევას შეიცავს. სხვათა შორის, ეს კარგად გამოჩნდა კვალიფიციური ექიმების შეფასებებითაც. თავის მხრივ, აღმოჩნდა, რომ „ბიბისი“ ვისაც ეყრდნობოდა, მათ ისეთი რამ არც უთქვამთ. ამიტომ ყველამ თავი უნდა შეიკავოს ასეთი მცდარი, არასწორი, უსაფუძვლო დასკვნებისგან, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 6 დეკემბრისთვის ერთი აშშ დოლარი – 2.7005, ევრო – 3.1461, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.6017 ლარი ეღირება.
ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც არ ამბობენ, რა ნივთიერება იყო გარეული წყალში, არის ის, რომ მნიშვნელობა არ აქვს, რას დაასახელებენ - როდესაც ეს მეორდება გადაბმულად რამდენიმე ღამე და წლის ორ სეზონზე, სულ რომ სტაფილოს წვენი ყოფილიყო, მაინც საზიანო იქნებოდა, - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის საპატიმროდან გავრცელებულ წერილშია აღნიშნული, რომლითაც BBC-ის საგამოძიებო სიუჟეტს ეხმაურება.
ახლა კი გვიმტკიცებენ, რომ უკანონო ქიმიური საშუალებები არ გამოუყენებიათ აქციების დარბევისას, მაგრამ საკმარისია გახარიასავით ვინმეს დასჯა დასჭირდეთ, უცებ გამოცხვება ბრალდება უკანონო საშუალებების გამოყენებაზე, სრულიად „საქოცეთიც“ რობოტებივით მონოტონურად აყვება და იგივე შემართებით დაგვიმტკიცებს (დაზეპირებული მესიჯბოქსით), რომ იმ ვიღაც „განტევების ვაცმა“ ხალხი დაწამლა აქციებზე, - ამის შესახებ ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებასთან დაკავშირებით წერს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 9 დეკემბრამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
ვერძი
ყველას ეხება რეჟიმის პოლიტიკა, ყველას ავიწროებს და ყველას შესაძლებლობების გზას უკეტავს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი წერს, რითაც განათლების სისტემაში დაგეგმილ რეფორმებთან დაკავშირებით მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებებს ეხმაურება.
რა ქიმიური ნივთიერება? მარტო საქართველოში ხომ არ ხდება აქციების დაშლა?! ვხედავთ ამას მსოფლიოში, სხვადასხვა ქვეყანაში როგორ ხდება. არაფერი ყოფილა გამოყენებული, რომელიც არის აკრძალული. რაც დაშვებულია და მისაღებია, ის იყო გამოყენებული,- ამის შესახებ თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა BBC-ის მიერ ჩატარებულ გამოძიებას.
