იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, პროფესორი ივანე ჩხაიძე იმ სიმპტომებს ასახელებს, რომელიც კორონავირუსის ახალ შტამს, "ომიკრონს" ასახიათებს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლის, მაიკ რაიანის თქმით, ამჟამინდელი ვაქცინები კორონავირუსის მძიმე შემთხვევებისგან ადამიანებს, მათ შორის "ომიკრონით" ინფიცირებულებს, კვლავინდებურად იცავენ. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ორი დეპუტატისთვის, პირადი განცხადების საფუძველზე, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს განიხილავს.
გერმანელმა კანონმდებლებმა ქვეყნის კანცლერად ოლაფ შოლცი აირჩიეს. ბუნდესტაგში ფარული კენჭისყრა დებატების გარეშე გაიმართა. მასში მონაწილეობა 707-მა დეპუტატმა მიიღო და ოლაფ შოლცს მხარი 395-მა დაუჭირა.
ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ხელმძღვანელი, დავით გადელია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
კრემლი რუსეთისა და აშშ-ს პრეზიდენტების ონლაინ შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 55 130 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 4 226 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 4 091 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.67%.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც გორის ჰოსპიტალში იმყოფება, მორიგ მიმართვას ავრცელებს. როგორც ექსპრეზიდენტი წერს, ის წყვეტს ყველანაირ სამედიცინო მკურნალობას, სანამ არ გააუქმებენ ე.წ დისციპლინარულ ზომებს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 9 დეკემბრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი.