,,ათასობით ბავშვია აუცრელი როგორც ყივანახველას, ისე წითელა-წითურა-ყბაყურას საწინააღმდეგო ვაქცინით, ვაქცინის გაკეთება არასდროს არ არის გვიან” – ივანე ჩხაიძე
“ყივანახველას შემთხვევების მატების უკან გამოტოვებული ვაქცინები იდგა – ათასობით ბავშვია აუცრელი, როგორც ყივანახველას საწინააღმდეგო ვაქცინით, ისე წითელა, წითურა, ყბაყურას გამომწვევი ვირუსული დაავადებების წინააღმდეგ. ვაქცინის გაკეთება არასდროს არ არის გვიან”, – ამის შესახებ აცხადებს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, თსსუ-ის პროფესორი ივანე ჩხაიძე.
,,თუ პანდემიამდე ჩვენ ქვეყანას ევროპაში საუკეთესო მაჩვენებელი ჰქონდა, პანდემიამ ეს ციფრები შეცვალა. ათასობით ბავშვია აუცრელი როგორც ყივანახველას საწინააღმდეგო ვაქცინით, ისე წითელა, წითურა, ყბაყურას გამოწვევების წინააღმდეგ. მინდა მოსახლეობას შევახსენო, რომ ვაქცინის გაკეთება არასდროს არ არის გვიან! თუ რაღაც მიზეზების გამო თქვენი ოჯახის წევრი ჩამორჩა ვაქცინაციის კალენდარს, არ ნიშნავს, რომ დაწევა არ შეიძლება. ჩვენ ვამბობთ, რომ დროულად მიმართეთ ვაქცინაციის კაბინეტს, ვინაიდან თუ არ ჩავთვლით როტავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას, ყველა სხვა ტიპის ვაქცინის გაკეთება მოგვიანებითაც არის შესაძლებელი. იმუნიზაციის ექიმს შეუძლია კონკრეტულ პაციენტს მოარგოს ვაქცინაციის კალენდარი. ინდივიდუალური კალენდარი გააკეთოს, რაც გამოტოვებული ვაქცინების გაკეთების შესაძლებლობას მოგვცემს. ყივანახველას შემთხვევების მატების უკან გამოტოვებული ვაქცინები იდგა“, – განმარტა ჩხაიძემ.
სიახლეები
- ლენინგრადის ოლქში ერთ ღამეში ხანძარი გაჩანდა ნავთობის ქარხანაში და ორი მატარებელი გადავიდა ლიანდაგიდან
- “ხაბეიშვილის ტელეფონის დათვალიერება არც გვიცდია” - პროკურატურა
- 14 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- საქართველოს საპენსიო ფონდი განცხადებას ავრცელებს
- პროკურატურამ ლევან ხაბეიშვილსა და მურთაზ ზოდელავას ბრალი წარუდგინა