June 17, 2025

ივნისი 16 2025 წაკითხვა 85 ჯერ

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა, 25 წლის ეთერ ლიპარტელიანმა უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში იაპონელი მომო ტამაოკი დაამარცხა და ქართველ ქალთა ძიუდოს ისტორიაში პირველად მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული.

57 კგ წონითი კატეგორიის ნახევარფინალში ლიპარტელიანმა თურქმენეთის სახელით მოასპარეზე მაისა პარდაიევა დაამარცხა იპონით.

ეთერ ლიპარტელიანი პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტია, რომელმაც მოიპოვა მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონის ტიტული 2019 წელს.

ეთერ ლიპარტელიანი არის ახალგაზრდებს შორის ორგზის მსოფლიოს ჩემპიონი (2019, მარაკეში, ვანტაა, 57 კგ); ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონი (2016, ვანტაა, 57 კგ.) და ახალგაზრდებს შორის ევროპის თასის მფლობელი (2016, ანტალია, თურქეთი, 57 კგ.).

ეთერ ლიპარტელიანი მონაწილეობდა ტოკიოს 2020 წლისა და პარიზის 2024 წლის ოლიმპიადებში და ორივე ტურნირში მე-5 ადგილი დაიკავა.

ივნისი 12 2025 წაკითხვა 112 ჯერ
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა პოლონეთი, დაძაბულ ბრძოლაში, 1:2 დაამარცხა და C ჯგუფში პირველ ადგილს იკავებს
ივნისი 03 2025 წაკითხვა 115 ჯერ
ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ღირებულება Transfermark-ზე 90 მილიონ ევრომდე გაიზარდა, რაც მის კარიერაში ახალი რეკორდია
მაისი 25 2025 წაკითხვა 132 ჯერ

საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის ფინალის მესამე თამაში გაიმართა დღეს თბილისი არენაზე.

მაისი 08 2025 წაკითხვა 125 ჯერ

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს.

მაისი 02 2025 წაკითხვა 499 ჯერ

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე შერეულ გუნდურში იასპარეზა და მესამედ მოიპოვა ევროპის ჩემპიონობა.

გვერდი 1 სულ 20
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.