ქუთაისში საერთაშორისო ფესტივალი ,,თეატრალური იმერეთი" საზეიმოდ დაიხურა
ქუთაისში საერთაშორისო ფესტივალი ,,თეატრალური იმერეთი" საზეიმოდ დაიხურა.
დაჯილდოების ცერემონია ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში შედგა.
საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირის ორგანიზებით, ქართული თეატრის მხარდაჭერისთვის „ამაგდარისა“ და „ქომაგის“ წოდებები გაიცა. ქომაგის ჯილდო ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელს დავით ერემეიშვილს, ხოლო ამაგდარის წოდება მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსს ელეონორა გოგოლაშვილს მიენიჭა.
ჟიურის გადაწყვეტილებით, ფესტივალის საუკეთესო სპექტაკლის მთავარი პრიზი თერჯოლის სახალხო თეატრს გადაეცა, ასევე, გამოვლინდნენ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული მუნიციპალური და სახალხო თეატრები.
ფესტივალი 18 ივნისს ქუთაისის თეატრის სპექტაკლით გაიხსნა და 2 ივლისს ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო თეატრის სპექტაკლით დაიხურა.
ფესტივალის ფარგლებში გამოიცა ჟურნალის „თეატრალური ქუთაისის“ ახალი, 28-ე ნომერი, რომლის პრეზენტაციაც მესხიშვილის თეატრის ფოიეში მოეწყო.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
