April 3, 2026

თებერვალი 24 2022

ქუთაისში უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა, ჟურნალისტებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა უკრაინის მთავრობას და უკრაინელ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადეს.


თებერვალი 24 2022

რამდენი ხანია ვწერ და ვლაპარაკობ ფეთქებად საშიშ მდგომარეობაზე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში. არავინ იმჩნევს. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში გამოცხადებულია მზადება ომისათვის. მათი შეიარაღება ბევრად გაზრდილია ბოლო პერიოდში, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია წერს.


თებერვალი 24 2022

უკრაინის შეიარაღებული ძალები აწარმოებს მძიმე ბრძოლებს, იგერიებს თავდასხმებს დონბასში. მტერმა განიცადა სერიოზული დანაკარგი. მტრის დანაკარგი იქნება კიდევ უფრო მეტი, ისინი ჩვენს მიწაზე შემოიჭრნენ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.


თებერვალი 24 2022

უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსეთის ინტერვენციის შედეგად გარდაცვლილია 40-ზე მეტი ადამიანი, ათეულობით კი დაჭრილია. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა ბრიფინგზე განაცხადა.


თებერვალი 24 2022

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს, დათანხმდეს სამკურნალოდ მის უკრაინაში გადაყვანას.


თებერვალი 24 2022

უკრაინა რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს, – განცხადება ქვეყნის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.


თებერვალი 24 2022

სახალხო დეპუტატები, რომლებიც უკრაინის ტერიტორიას დატოვებენ, მოღალატეებად ჩაითვლებიან, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ უმაღლესი რადას თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა განაცხადა.


თებერვალი 24 2022

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველო უკრაინაში რუსეთის აგრესიით შოკირებულია.


თებერვალი 24 2022

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.


თებერვალი 24 2022

ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით. სუვერენულ სახელმწიფოზე სამხედრო შეტევა მიუღებელია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში" საკუთარ გვერდზე წერს.


გვერდი 675 სულ 1375
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.