“ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში საქმიანობას აკადემიური სექტორის მნიშვნელოვან პოზიციაზე ვიწყებ” - ირაკლი შენგელია
"სასიამოვნო სირთულე და დიდი პასუხისმგებლობაა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) ახალ ეტაპზე გადასვლა, სადაც საქმიანობას აკადემიური სექტორის მნიშვნელოვან პოზიციაზე ვიწყებ," – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია წერს.
როგორც შენგელია წერს, მისთვის პატივი და პასუხისმგებლობაა, იყოს ამ დიდი გუნდის ნაწილი.
“ახალი გამოწვევა ჩემს ცხოვრებაში.
სასიამოვნო სირთულე და დიდი პასუხისმგებლობაა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) ახალ ეტაპზე გადასვლა, სადაც საქმიანობას აკადემიური სექტორის მნიშვნელოვან პოზიციაზე ვიწყებ.
KIU არის უნიკალური უნივერსიტეტი არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით. თანამედროვე ინფრასტრუქტურით და საერთაშორისო სტანდარტებით ის მომავლისკენ მიმართული ხედვაა.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საამაყოა, რომ მედიცინის სკოლა თანამშრომლობს ნეაპოლის ფედერიკო II-ის უნივერსიტეტთან, რაც მომავალი მედიკოსებისთვის მაღალხარისხოვან, ევროპულ განათლებას უზრუნველყოფს.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის იდეის განხორციელება შესაძლებელი გახდა ბატონი ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის მხარდაჭერით. დიდი მადლობა მათ განათლებაში განხორციელებული უპრეცედენტო ინვესტიციისთვის.
ჩემთვის კი ეს არის პატივი და პასუხისმგებლობა, ვიყო ამ დიდი გუნდის ნაწილი.
წინ დიდი საქმეები გველის, წარმატებას ვუსურვებ KIU-ს და თითოეულ კოლეგას!” – წერს შენგელია
სიახლეები
- “რუსეთს შემოდგომიდან მოლდოვაზე კონტროლის მოპოვება სურს” - ვახტანგ მაისაია
- 2 თვე არჩევნებამდე და 2 დღე ოპოზიციის საბოლოო პასუხამდე - ვის წარადგენს ოპოზიცია მერობის კანდიდატად
- „მთელი გულით მზად ვარ იმ გზისთვის, რომელიც წინ მელოდება“ - ნანა კუხალეიშვილი
- "ბიძინა დავამარცხოთ-თქო, პროტესტი გავააქტიუროთ-თქო, მგელს პირში ვუვარდები და აქეთ „ოპოზიციურ“ ველზე გამოჩნდნენ ნოსტრადამუსები"
- "ივანიშვილი შავ აგვისტოს უმზადებს საქართველოს" - მიხეილ სააკაშვილი