"ნათლად გამოჩნდა, თუ როგორი დამოკიდებულებით ეკიდებიან მოქალაქეების მიერ მინიჭებულ მანდატს ჩვენი ოპონენტები"
"მკაფიოდ გამოჩნდა, რომ ოპოზიციური პარტიების მიზანი ინსტიტუციების საქმიანობისთვის ხელის შეშლაა,"- ასე გამოეხმაურა ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი შენგელია საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციის არდასწრებას.
მისი თქმით, დღეს ნათლად გამოჩნდა, თუ როგორი დამოკიდებულებით ეკიდებიან მოქალაქეების მიერ მინიჭებულ მანდატს ოპონენტები.
"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ოპონენეტების მიერ არაერთხელ გაჟღერდა კომენტარები საკრებულოში კონტრუქციული თანამშრომლობის შესახებ და ჩვენი მხრიდან, ყოველთვის იყო გამოხატული პოლიტიკურ სივრცეებში ჯანსაღი დისკუსიის მზაობა, დღევანდელმა დღემ, სამწუხაროდ, დაგვანახა, რომ ოპოზიციური პარტიების დღის წესრიგს არ წამოადგენს მოქალაქეების ინტერესებსა და ქალაქის განვითარებაზე ზრუნვა. მკაფიოდ გამოჩნდა, რომ ოპოზიციური პარტიების მიზანი არის ინსტიტუციების საქმიანობისთვის ხელის შეშლა.
დღეს ნათლად გამოჩნდა, თუ როგორი დამოკიდებულებით ეკიდებიან მოქალაქეების მიერ მინიჭებულ მანდატს ჩვენი ოპონენტები. დარწმუნებული ვარ, მოქალაქეებს 2 ოქტომბრის არჩევნებზე ხმა ცარიელი სკამებისთვის არ მიუციათ. ოპოზიური პარტიების წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს, რომ თავიანთი მანდატი დაუთმონ ცარიელ სკამებს. მეორე მოწვევის საკრებულოა, სწორედ ოპოზიცია პარავს ხმას თავის ამომრჩეველს და უარს აცხადებს წარმოადგინოს ისინი მუნიციპალიტეტის საკრებულოში.
რაც შეეხება დღეს მიღებულ გადაწყვეტილებებს, საკრებულოს წევრთა შემადგენლობაში ცვლილებასთან ერთად, დღეს ჩვენ მხარი დავუჭირეთ საბინაო ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტების ბიუჯეტის გაზრდას, მხარი დაუჭირეთ ქალაქში ბიზნეს სექტორის განვითარებას.
შეუფერხებლად ვაგრძელებთ ჩვენი ქალაქის საკეთილდღეოდ მუშაობას და ამ საქმეში, ვიწროპარტიული ინტერესებით მოტივირებული, ვერცერთი დესტრუქციული ნაბიჯი ხელს ვერ შეგვიშლის,"- განაცხადა ირაკლი შენგელიამ.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა ბიუროს ფორმატში, რიგგარეშე პირველი სხდომის საკითხები განიხილეს. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი შენგელია უძღვებოდა.
საკრებულოს სხდომას, სადაც ორი დეპუტატის, მათ შორის უმრავლესობის წევრისთვის, მანდატის შეჩერებაზე უნდა ემსჯელათ, ოპოზიცია არ დაესწრო. აღნიშნულის გამო მმართველ გუნდს ქვორუმისთვის ყოფილი დეპუტატის დაბრუნება დასჭირდა.
სიახლეები
- 6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- სასამართლომ ლუკა კურტანიძე ოჯახში ძალადობისთვის დამნაშავედ ცნო და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
- "არცერთი ადამიანი არ ყოფილა, რომელსაც ინტოქსიკაციის შედეგად ერთი დღე მაინც მოუწია საავადმყოფოში დარჩენა" - მიხეილ სარჯველაძე
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 6 დეკემბრისთვის
- "მნიშვნელობა არ აქვს, რა ნივთიერებას დაასახელებენ: როცა ეს მეორდება გადაბმულად, სტაფილოს წვენიც რომ ყოფილიყო, საზიანო იქნებოდა" - ზურაბ ჯაფარიძე
