მე მინდა ერთი ვთქვა დასკვნის სახით ჩემს გამოსვლაში, 2 დღის წინაც ვთქვი, როგორც პრემიერ-მინისტრი, საქართველოს და ჩვენი ხალხის წინაშე მინდა განვაცხადო შემდეგი - მე არაფერს გავაკეთებ, არც ერთ გადაწყვეტილებას არ მივიღებ ისეთს, რომელიც რაიმე ფორმით დააზიანებს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და ჩვენი ხალხის ეროვნულ ინტერესებს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
დროა, დავიწყოთ საქართველოს კბილებამდე შეიარაღება, - ამის შესახებ The Heritage Foundation-ის ანალიტიკოსი, ლუკ კოფი „ტვიტერზე“ წერს.
დღეს ევროპის 27 ლიდერს ვკითხე, იქნება თუ არა უკრაინა ნატოში? პირდაპირ ვკითხე, ყველას ეშინია, არ მპასუხობენ - ჩვენ არ გვეშინია, არაფრის გვეშინია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ განაცხადა.
დღეს, 25 თებერვალს 101 წელი შესრულდა ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს გასაბჭოებიდან.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 35 583 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 7 482 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 14 603 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 21.03%.
უკრაინაში რუსული საოკუპაციო ძალების თავდასხმის შემდეგ დაიღუპა 57 და დაშავდა 169 ადამიანი, – ამის შესახებ უკრაინული მედია უკრაინის ჯანდაცვის მინისტრზე დაყრდნობით იტყობინება.
ვლადიმერ პუტინი უკვე თვეების განმავლობაში გეგმავდა ამას, ეს არის წინასწარ განზრახული შეტევა, 175 ათასი მებრძოლი და სამხედრო აღჭურვილობა განლაგდა უკრაინის საზღვრების გასწვრივ, აშენდა საველე ჰოსპიტალი, სისხლის მარაგი შექმნა, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
რუსულმა ძალებმა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური დაიკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველზე, მიხაილ პოლიაკზე დაყრდნობით ავრცელებს.
