ლევან გაჩეჩილაძე გარდაიცვალა
61 წლის ასაკში გარდაიცვალა ბიზნესმენი და პოლიტიკოსი ლევან გაჩეჩილაძე. მისი გარდაცვალების ცნობას ოჯახის წევრები მედიას უდასტურებენ.
ლევან გაჩეჩილაძე იყო პარლამენტის წევრი, პრეზიდენტობის კანდიდატი.
საჯარო ცხოვრება მან 1994 წელს კომპანია „Georgian Wines and Spirits" (GWS)-ის დაფუძნებით დაიწყო.
1999 წელს პირველად გახდა დეპუტატი - 2002 წლამდე ის "საქართველოს მოქალაქეთა კავშირის" წევრია, 2002 წელს კი დავით გამყრელიძესთან ერთად აკეთებს პარტიას "ახალი მემარჯვენეები."
2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე იყო გაერთიანებული ოპოზიიციის კანდიდატი საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე. მიიღო ხმათა 25.7%. ოპოზიცია ამ შედეგს გაყალბებულად მიიჩნევდა და არ ეთანხმებოდა - საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მისმა ძმამ, გიორგი გაჩეჩილაძემ, იგივე მომღერალმა „უცნობმა“ ტელეკომპანია „მაესტროზე“ დაიწყო გადაცემა „საკანი #5“. „საკნების ქალაქად“ დედაქალაქი თვეების განმავლობაში იყო გადაქცეული.
2025 წლის მაისში ლევან გაჩეჩილაძე სადავო ლეგიტიმატიის მქონე პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოჩნდა 7 ნოემბრის აქციის დარბევაზე სასაუბროდ - კომისია, რომელსაც ყოფილი იუსტიციის და კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს, წინა ხელისუფლების, ენმ-ს მთავრობის მიერ ჩადენილ დანაშაულებს სწავლობს.
სიახლეები
- ,,ვახტანგ გომელაური ქიმიკოსი არ არის, რომ 2007 წელს შეძენილი ფხვნილი გადაემოწმებინა"- ირაკლი კობახიძე
- ზელენსკის თვითმფრინავს ირლანდიაში ვიზიტისას დრონები აედევნენ
- ისრაელს მომავალ წელს „ევროვიზიაში“ მონაწილეობის უფლება მიეცემა
- სომხეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს არქიეპისკოპოსი, რომელიც, სავარაუდოდ, სექს-სკანდალში ფიგურირებდა
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე დააკავეს
