"ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება არ გადაიხედება" - დავით ზალკალიანი
ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ საქართველო და უკრაინა აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი, არ გადაიხედება. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.
მისი თქმით, სამიტის გადაწყვეტილებები არაერთხელ იყო გამეორებული უმაღლესი დონის სამიტებზე, მათ შორის ბოლო 2021 წლის სამიტის დეკლარაციაშიც მკაფიოდაა მოცემული, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი.
"საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების შესაბამისად, ყველა ქვეყანას აქვს უფლება, თვითონ აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ალიანსები და ეს არის ის ვალდებულება, რომელზეც თავად რუსეთის ფედერაციას აქვს ხელი მოწერილი, მათ შორის ჰელსინკის დეკლარაციით, ასევე პარიზის გადაწყვეტილებით და ყველა დიდ საერთაშორისო შეთანხმებებში ამის შესახებ არის საუბარი. ასე რომ, ნატო-ს გადაწყვეტილება არის შეუქცევადი და ეს არის გასარკვევი მხოლოდ ნატო-სა და იმ ქვეყანას შორის, რომელიც მიისწრაფვის ნატო-სკენ“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
სიახლეები
- სამარხვო ოჯახური სოკოთი - ვიდეო
- პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკები ამოიღო, დაკავებულია ხუთი პირი
- "უნგრეთის გვერდის ავლით და ევროპული კანონმდებლობის დარღვევით ბრიუსელი დგამს ნაბიჯებს გაყინული რუსული აქტივების ჩამორთმევისკენ, ეს ომის გამოცხადებაა"
- საბავშვო ევროვიზია 2025-ის გამარჯვებული საფრანგეთი გახდა
- "უამრავი ხალხია გამოსული, არაფერს ნიშნავს ეს კანონები, ამით ვერ აჩერებ ხალხს" - სალომე ზურაბიშვილი აქციაზე
