სექტემბერი 23 2023

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია სრულ აბსურდს უწოდებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას, რომ აშშ-ს მიერ სანქცირებულ ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობას არ უწყვეტს.


სექტემბერი 23 2023

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?


სექტემბერი 22 2023

შეტყობინების მიღებიდან დაახლოებით ნახევარ საათში მივიდნენ როგორც მეხანძრე-მაშველები, ასევე უმოკლეს დროში ადგილობრივი საპოლიციო ძალები, სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლები, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ბრიგადები, – ამის შესახებ შინაგან
საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით ინტერპელაციის წესით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


სექტემბერი 22 2023

შოვის სტიქიის ტრაგედიასთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხების გასაცემად პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური იმყოფება.


სექტემბერი 22 2023

ფაქტობრივად, ცივილიზებულმა ევროპამ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და დასავლეთმა, ზურგი აქცია ანაკლიის პორტის პროექტს - ანაკლია გადააქციეთ ჩინური ტვირთის გამტარად,- ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ეკონომიკის მინისტრს ლევან დავითაშვილს ინტერპელაციის წესით, ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტზე უსმენენ.


სექტემბერი 22 2023

ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე არ იყვნენ საქართველოს მოქალაქეები მაშინ?! ახლა ფარცხალაძის გამო მთელი მთავრობა, ხელისუფლება და სახელისუფლებო სისტემა ავარდით ჰაერში და ჩამოვარდით იქიდან, რომ საქართველოს მოქალაქეს ანგარიში არ გავუყინოთ ძალაში შესული განაჩენის გარეშეო, - ასე მიმართა პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დამსწრე კოლეგებს.


სექტემბერი 22 2023

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეპ ბორელის განცხადება, რომელიც გმობს აზერბაიჯანის მოქმედებას მთიან ყარაბაღში, თავდაპირველად ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ერთობლივი განცხადება უნდა ყოფილიყო, მაგრამ უნგრეთმა დოკუმენტს ვეტო დაადო, წერს რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი სოციალურ ქსელ X-ში (ყოფილი Twitter-ი). ამის შესახებ მას აცნობა ერთმანეთისგან დამოუკიდებელმა სამმა ევროპელმა დიპლომატიურმა წყარომ.


სექტემბერი 22 2023

აზერბაიჯანის მთავრობა აცხადებს, რომ ყარაბაღში მცხოვრები სომხებისთვის ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნა დაიწყო. აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანახმად, რეგიონში გაემგზავრა კვების პროდუქტებით და ჰიგიენის საშუალებებით დატვირთული ორი, 20-ტონიანი ტევადობის ავტომანქანა, კიდევ ორი სატვირთო ავტომანქანით კი პური გაიგზავნა.


სექტემბერი 21 2023

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა „ბოდიში მოიხადა და ღრმა მწუხარება გამოთქვა 20 სექტემბერს ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების ტრაგიკული დაღუპვის გამო“. ამის შესახებ ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს, ორ პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბრის შემდეგ.


სექტემბერი 21 2023

საქართველოში რომ აღუდგა ოთარ ფარცხალაძეს საბანკო ანგარიშებზე წვდომა, კარგ შედეგს არ გამოიტანს. ჩვენ დაუსახლებელ კუნძულზე ხომ არ ვცხოვრობთ, ჩვენ უნდა ვმონაწილეობდეთ მსოფლიო პროცესებში,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ ჟურნალისტებს პარლამენტთან აქციაზე განუცხადა.


გვერდი 411 სულ 967
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.