პროპაგანდა არავის აღარასდროს არ გაგივათ, რომ ქართულ კანონს დაარქვათ რუსული და ქართულ პარლამენტს დაარქვათ რუსული პარლამენტი, ამით შეურაცხყოფა მიაყენოთ და თავს დაესხათ ქართველ ხალხს, მის არჩეულ წარმომადგენლებს და ქართულ დემოკრატიას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
თანხმობის გარეშე გამართული შეხვედრის შემდეგ, ლატვიის პრეზიდენტი გამოვიდა და განაცხადა, რომ საქართველომ რუსეთის ფედერაციას სანქციები უნდა დაუწესოს - ეს განცხადება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს პირდაპირ დაუპირისპირდა. ვვარაუდობთ, რომ პრეზიდენტმა არათუ სათანადო ზომები არ მიიღო ასეთი განცხადების პრევენციისთვის, არამედ პირიქით, წაახალისა კიდევ ასეთი განცხადება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადა, სადაც პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვა მიმდინარეობს.
ნებისმიერი განცხადება იმასთან დაკავშირებით, თითქოს, საქართველოს პარლამენტი იღებს რუსულ კანონებს, ეს არის სხვა არაფერი, თუ არა „კაგებეს“ სახელმძღვანელოდან ამოკითხული პროპაგანდისტული ინსტრუმენტები და ამის უფლებას ზვიად გამსახურდიას დარბაზში არავის მოგცემთ, - ასე მიმართა პარლამენტის ოპოზიციონერ დეპუტატებს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა უარი განაცხადა ესპანეთის ქალაქ გრანადაში სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან, შეხვედრაზე. მოლაპარაკებები დასავლეთის ქვეყნების ლიდერების შუამავლობით 5 ოქტომბერს უნდა გამართულიყო.
ევროკავშირის წევრებს ცხრა ახალი ქვეყნის – უკრაინის, მოლდოვის, საქართველოსა და ბალკანეთის ექვსი ქვეყნის გაწევრიანება 250 მილიარდ ევროზე მეტი დაუჯდებათ. ამის შესახებ საუბარია სტატიაში, რომელსაც ბრიტანული „ფაინენშალ თაიმსი“ ავრცელებს.
მადლობა ჩემს წარმომადგენლებს, რომლებმაც გაუძლეს ყველანაირ ზეწოლასა და შეურაცხყოფას, აბსურდული ბრალდებების, არარსებული მტკიცებულებების პირობებში ღირსეულად დაიცვეს პრეზიდენტის ინსტიტუტი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ვერძი
ოქტომბრის თვე საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნება ვერძებისთვის. მათ შეუძლიათ განახორციელონ წარმატებაზე ორიენტირებული პროექტები, თუმცა, სასურველია მოერიდონ ეჭვით სასვე, აკვიატებულ აზრებს, რადგან ეს ხელს შეუშლით დასახული მიზნის მიღწევაში. გაითვალისწინეთ, ვერძი მოქმედებაზე ორიენტირებული ნიშანია, ამიტომ არ მისცეთ უფლება თქვენს შინაგან კრიტიკოსს დაგამარცხოთ და ხელი შეგიშალოთ წარმატების მიღწევაში.
კურო
კუროებისთვის შესანიშნავი დროა სადღესასწაულო წვეულების დასაგეგმად. ამ თვეში, თქვენ რამდენიმე აღსანიშნი მიზეზი მოგეცემათ. ოქტომბერში შეეცადეთ დატკბეთ საკუთარი თავით, დაისვენოთ და ეძებოთ სიამოვნება ყოველდღიურობაში. თვის ბოლოს კი აუცილებლად მიიღებთ დამსახურებულ ჯილდოს სამყაროსგან. იყავით ის, ვინც ხართ, რათა მიიღოთ ის, რაც გჭირდებათ. რაზეც არ უნდა გაამახვილოთ ყურადღება, ოქტომბერი კოსმოსური ძალებისგან ფეიერვერკს გიგზავნით.
ტყუპები
დაიწყეთ თვე ოცნებების გახმოვანებით და შეთავაზებების მიღებით. დაასრულეთ ძველი გარიგებები და ხელშეკრულებები. იყავით კომუნიკაბელურები, მაგრამ მოერიდეთ არასასიამოვნო საუბარს კოლეგებთან. გამოიყენეთ კოსმოსური ენერგია, რათა მიიღოთ ის, რაც ყველაზე მეტად გსურთ.
კირჩხიბი
გაუფრთხილდით თქვენს ეჭვიან ხასიათს, რაც ოქტომბერში უსიამოვნებას გამოიწვევს. კონცენტრირდით პოზიტიურზე. ეს არის დრო შეცდომების გამოსწორების, ჭრილობების მოშუშებისა. ამ თვეში დაალაგეთ ურთიერთობები, დაიახლოვეთ ის ადამიანები, ვინც ნამდვილად გჭირდებათ და გაუშვით ისინი, ვინც თქვენზე ნეგატიურად მოქმედებენ.
ლომი
ოქტომბერი სავსეა მოულოდნელი შესაძლებლობებით. ის, რაც დიდი ხანი გინდოდათ ან საიდუმლოდ ინახავდით, ზედაპირზე ამოდის. ეს გაძლევთ სრულიად ახალ შესაძლებლობებს ამბიციების, მოქმედებებისა და მიზნების განხორციელებისთვის.
ქალწული
ქალწულებს აქვთ შესანიშნავი პრაქტიკული ნიჭი, საქმეები სწრაფად მოაგვარონ. იყავით გაბედული, პირდაპირი და თავდაჯერებული. ზოგჯერ შეიძლება საკუთარ თავში ეჭვი შეგეპაროთ, გირჩევთ, დაივიწყოთ ეს თვისება და უბრალოდ მოაწყოთ ყველაფერი ისე, როგორც თქვენ გჭირდებათ.
სასწორი
ეს თვე გამოიყენეთ პაემნებისთვის. იცხოვრეთ ვარსკვლავივით, ესტუმრეთ ძვირადღირებულ რესტორნებს, ან ეწვიეთ მომხიბვლელ ღონისძიებებსა თუ ადგილებს. გახადეთ ყოველი აქტივობა რიტუალიზებული, მომხიბლავი. ეს თქვენი დროა.
მორიელი
ჩათვალეთ თქვენი დრო ახლოვდება მორიელებო. ოქტომბერში თქვენ შეძლებთ თამამად დააფიქსიროთ თქვენი შეხედულებები, ინტერესები და ვნებები. განზე გადადეთ ის, რაც არ მოგწონთ. გამოამჟღავნეთ თქვენი გულწრფელი ინტერესები, მიზნები და შეადგინეთ გეგმა, რომ შემოდგომის განმავლობაში, ამ თემებზე იმუშაოთ. ეს ხომ თქვენი სეზონია, ახლა ყველაფერი გამოგივათ!
მშვილდოსანი
ოქტომბრის თვე გაძლევთ ნებისყოფის, სიცოცხლისუნარიანობისა და გადაწყვეტილების მიღების უნარს. დაისახეთ რამდენიმე მომხიბლავი მიზანი ამ თვეში და აუცილებლად იმოძრავეთ სწორად და მიზანმიმართულად მათ განსახორციელებლად.
თხის რქა
დაალაგეთ ძველი, გაფუჭებული ურთიერთობები და ეცადეთ შექმნათ ახალი, საინტერესო გარემო პოზიტიური ხალხით და ახალი კავშირებით. თქვენ ნამდვილად გაქვთ ამის უნარი.
მერწყული
თქვენ ინტელექტუალური არსება ხართ, გსიამოვნებთ საკუთარ თავში მარტო და ეულად ცხოვრება, თუმცა გაქვთ უზარმაზარი ფანტაზია და არაფრისგან რაღაცის შექმნის უნარი. გამოიყენეთ ოქტომბერი რაიმე ახალი, გაუმჯობესებული, განსხვავებული, ალტერნატივის შესაქმნელად. ჩადეთ თქვენი ტვინი რაღაც უნიკალურში, დაიწყეთ რთული პროექტი, შექმენით რაიმე პროდუქტი, გამოიყენეთ თქვენი გონება იმ სფეროში, სადაც გსურთ, რომ ყველაფერი უკეთესი ან განსხვავებული იყოს.
თევზები
ოქტომბერი გიმზადებთ სიამოვნებით და ბედნიერებით სავსე გართობას. ეს არის აღიარებისა და საიდუმლოების გამჟღავნების დრო. ამ თვეში შეგიძლიათ დაუახლოვდეთ მათ, ვინც ნამდვილად გიყვართ და მოგწონთ.
2012 წლის 2 ოქტომბერი ისტორიაში შევა არა როგორც „ქართული ოცნების“, არამედ ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი გამარჯვების დღედ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ქართული ოცნება“ ქვეყნის ევროინტეგრაციას საბოტაჟს სპეციალურად უკეთებს. იციან, რომ თუკი ისინი პრეზიდენტის იმპიჩმენტს მოახდენენ, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს ვერ მივიღებთ, - ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესთან დაკავშირებით განაცხადა.
საქართველოს დატოვების უფლება მისცეს მათ, ვისაც სუსი ხელისუფლების დამხობის გადამზადებაში ადანაშაულებს
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ქვეყანა დატოვეს სერბეთის იმ მოქალაქეებმა, რომლებზეც სუსი აცხადებს, რომ მათ გადაამზადეს ადამიანები, "რომლებიც საქართველოში მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში დაგეგმილი დესტრუქციული მოქმედებების და კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ბირთვი უნდა გახდნენ".
