უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, Abrams-ის ტანკები უკვე უკრაინაშია.
ფარცხალაძის შემთხვევა არის ამოწურული, მასზე კანონით დადგენილ ყველა ნაწილში იყო რეაგირება, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე- სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ ირაკლი ეძგვერაძეზე ძალადობის ფაქტზე დაკავებულთა სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. საქმეზე ექვსი პირია ბრალდებული, სხდომას ექვსივე მათგანი ესწრება.
სებ-ი ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის ეკონომიკური განყოფილება გახდა - ზურაბიშვილს კანდიდატურები რომ არ წარედგინა, სებ-ის ფუნქციონირება ფაქტობრივად ჩერდებოდა, დაიწყებოდა კონსულტაციები და კონსენსუსის საფუძველზე შესაძლებელი იქნებოდა მეტ-ნაკლებად ჯანსაღი საბჭოს მიღება,- ამის შესახებ პარლამენტში, პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ განაცხადა.
სომხეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ მთიანი ყარაბაღი უკვე დატოვა 2900-ზე მეტმა ადამიანმა.
რუსეთის ქალაქ კურსკთან უპილოტო საფრენი აპარატით წუხანდელი შეტევის სამიზნე ხალინოს სამხედრო აეროდრომი იყო. ამის შესახებ უკრაინის წინააღმდეგ ომის მხარდამჭერი რუსი, ე.წ. სამხედრო ბლოგერები წერენ. ტელეგრამ-არხებით გავრცელებული ინფორმაციით, არის მსხვერპლი.
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
სახალხო დამცველის აპარატი აცხადებს, რომ გააგრძელებს „ნაციონალური მოძრაობის“ დაკავებული წარმომადგენლების, ნიკა მელიას, ბაჩო დოლიძისა და ზვიად კუპრავას „სავარაუდო უფლებადარვევის ფაქტების შესწავლას“.
მელია, დოლიძე და კუპრავა პარასკევს, 22 სექტემბერს, ღამის საათებში დააკავეს გლდანში, სადაც ისინი თანაპარტიელის, საკრებულოს წევრ ირაკლი ეძგვერაძის მხარდასაჭერად მივიდნენ.
ეძგვერაძეს ცოტა ხნით ადრე ფიზიკურად გაუსწორდნენ - როგორც მისი თანამოაზრეები ამბობენ, დაახლოებით, 30-ზე მეტი ადამიანი.
„ნაციონალური მოძრაობა“ ამას უკავშირებს ეძგვერაძის დაპირისპირებას საკრებულოში „ოცნების“ დეპუტატ კოტე ზარნაძესთან. ეძგვერაძე ზარნაძეს სხდომაზე სიტყვიერად დაუპირისპირდა, რასაც შეხლა-შემოხლა მოჰყვა.
როგორც ეძგვერაძემ თქვა, ადამიანები, რომლებიც მას თავს დაესხნენ, თბილისის საკრებულოში გლდანის მაჟორიტარი დეპუტატის, კოტე ზარნაძის გვერდით იდგნენ 2020 და 2021 წლების არჩევნებზე.
„იარაღით როდესაც მოვარდნენ საარჩევნო უბანზე [არჩევნების დროს]. ზოგიერთი დასაქმებულიც ჰყავთ გამგეობაში“, - აღნიშნა ეძგვერაძემ.
საკრებულოში გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი კოტე ზარნაძე უარყოფს „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებებს და აცხადებს, რომ ეძგვერაძემ ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებები უნდა წარმოადგინოს.
მელია, დოლიძე და კუპრავა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით დააკავეს.
რაც შეეხება ეძგვერაძეზე ძალადობას, შსს-მ განაცხადა, რომ გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის მუხლით დაიწყო.
თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები კოლეგაზე თავდასხმაში მონაწილეებისა და ორგანიზატორების დაკავებასა და ოპოზიციონერების გათავისუფლებას ითხოვენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრი იუწყება, რომ გლდანში „ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს წევრის, ირაკლი ეძგვერაძის ცემის საქმეზე 6 პირი დააკავეს. ამასთან, შსს ოპოზიციისგან ხელშეშლაზე საუბრობს და აცხადებს, რომ დაიწყო სისხლის სამართლის გამოძიება „პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე“.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს, კირილ ბუდანოვის განცხადებით, ქვეყნის შეიარაღებული ძალები ოკუპირებულ ყირიმში წარმატებით ანადგურებენ რუსული არმიის ინფრასტრუქტურას და სამხედრო ობიექტებს, მათ შორის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებებს.
