უკრაინა, მის სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე დაწესებული აკრძალვის გამო, პოლონეთის, უნგრეთისა და სლოვაკეთის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას გეგმავს, - ამის შესახებ უკრაინის ეკონომიკური განვითარების, ვაჭრობისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ტარას კაჩკამ გამოცემა Politico-სთან ინტერვიუში განაცხადა.
პრეზიდენტი არ არის „კავკასიელი ტყვე ქალი", რომ კობახიძის ჭკუაზე იაროს ევროპაში , - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
ადამიანი, რომელიც პირველი უნდა იყოს, ვინც უნდა იცავდეს კონსტიტუციას, პირველია, ვინც არღვევს და პატივს არ სცემს ჩვენს კანონებს, სახელმწიფოებრიობას და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას - ამაზე დიდი უბედურება რა უნდა იყოს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ საქართველოს პრეზიდენტის ევროპის ქვეყნებში ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.
რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე მორიგი იერიში მიიტანა. შუაღამის შემდეგ, უპილოტო საფრენი აპარატებით და რაკეტებით შეტევა იყო ოდესის, ნიკოლაევის, დნეპროპეტროვსკის, პოლტავის და ხმელნიცკის ოლქებზე.
სიყვარული არის რელიგიური მცნებების სული და გული... სიყვარული არის სასიცოცხლო საწყისი ჩვენი რელიგიური ზნეობის, ჩვენი რელიგიური ცხოვრების, ღმერთთან ერთად...იმისთვის, რომ მოვიპოვოთ ასეთი სიყვარული, საჭიროა, ვიქონიოთ დიდი სიმდაბლე... მხოლოდ სიმდაბლის ღვაწლის აღებით იხსნება ჩვენში დიდი სულიერი ძალები. სიყვარულს მოაქვს სიხარული და ბედნიერება, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიო (მუჯირმა ) ქადაგებისას განაცხადა.
სომხეთი და აზერბაიჯანი 5 ოქტომბერს გრანადაში, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრაზე არანაირი დოკუმენტის ხელმოწერას არ გეგმავენ, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.
ბრაზილიის ამაზონასის შტატში მცირე ზომის თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად მასში მყოფი 14-ვე ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას Reuters-ი შტატის გუბერნატორზე დაყრდნობით ავრცელებს.
ფინეთის პრეზიდენტის, საული ნიინისტოს განცხადებით, ომი უკრაინაში დიდხანს გაგრძელდება და შესაძლებელია, მოვლენები მოულოდნელი გზით განვითარდეს, მათ შორის ბირთვული იარაღის გამოყენების თვალსაზრისით.
უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ომს შეერთებული შტატები მართავს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
“სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და თბილისის მერის მიერ სამთავრობო თვითმფრინავის საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენებას აპროტესტებს. გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ხელისუფლება ხალხის ხარჯზე მდიდრდება და ფუფუნებაში ცხოვრობს იმ დროს, როდესაც რიგითი მოქალაქეები ღარიბდებიან.
