თუ რუსეთი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ვინ იქნება შემდეგი, რომელ ქვეყნებს ჩააგდებს განსაცდელში მისი ქმედებების კოპირება? - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა გაერო-ს უშიშროების საბჭოში გამართულ დებატებზე განაცხადა.
ლარის კურსთან მიმართებით პანიკის საფუძველი, დღეის მდგომარეობით, არ არსებობს - ეროვნული ბანკის ბრძანებას პირდაპირი შედეგი დღეს და ხვალ არ მოჰყვება, შენელებული მოქმედების ნაღმზე ვსხედვართ, მაგრამ ამ ნაღმის დეტონაციის რისკი დღეს არ არის, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განაცხადა.
კობახიძე და მდინარაძე მეძახიან აგენტს, სპიკერი მიკროფონს გვირთავს და უმრავლესობა ტაშს უკრავს - რატომ არ არის ფარცხალაძე დაკავებული?
უკრაინაზერუსეთის დღევანდელ მასირებულ სარაკეტო შეტევას ნგრევა და ხანძარი მოჰყვა კიევის, ჩერკასის, ხარკოვის, ლვოვის და როვნოს ოლქებში. დაშავდა 20-მდე ადამიანი.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას 19 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმებამდე უარს ამბობს წარადგინოს კანდიდატები საბჭოს წევრობის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე. ამის შესახებ ჟურნალისტებს უთხრა მისმა საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ.
აზერბაიჯანი დე იურე თავის ტერიტორიაზე მოქმედებს, რუსი მშვიდობისმყოფელების მიმართ ბრალდებები უსაფუძვლოა, – ამის შესახებ კრემლის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილი იტყვის კარგ რაღაცებს, გაგვიხარდება, ტაშს დავუკრავთ, გულს მოვიფხანთ. სალომე ზურაბიშვილი ახლა იყო ევროპაში, თითქმის ყველა შეხვედრაზე დაუსვეს მას ჩემი გათავისუფლების საკითხი, რათა სრულფასოვნად მივიღო მონაწილეობა თქვენთან ერთად საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში. სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა დიდი უარი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვიმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.
ჩვენი თითოეული გადაწყვეტილება გამომდინარეობს ჩვენი ვალდებულებიდან, დავიცვათ კონსტიტუცია, დავიცვათ საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის ფუნდამენტური უფლებები, ჩვენ ამას ვაკეთებთ და ყოველთვის გავაკეთებთ, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრმა, პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
საქართველო და მისი საფინანსო სისტემა არასდროს იქცევა სანქციებისგან თავის არიდების ადგილად. ჩვენ საკამოდ ძლიერი მონიტორნგის სისტემა გვაქვს დაწესებული და საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან არაერთი დადებითი შეფასება მიგვიღია ამასთან დაკავშირებით ჩვენც, ჩვენს საბანკო სისტემას. კვლავაც ერთგული ვრჩებით საერთაშორისო ვალდებულებების, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრმა, პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
არჩილ მესტვირიშვილმა ეროვნული ბანკი დატოვა, – ამის შესახებ მესტვირიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
