,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს,”- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევაზე საუბრისას განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ქართულ ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა. ეს, მე მგონი, აჩვენებს მის არაადეკვატურობას - რაც შეეხება ოპოზიციას, ამ ადამიანებმა ზურგი აქციეს საკუთარ ქვეყანას, ეკლესიას და ახლა იმაზე წუწუნი, სად იყვნენ და სად არა, არის ფარისევლობა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციამ პარლამენტის მანდატები დახია, რითაც ქართველ ხალხსა და ეკლესიას ზურგი აქცია. პაპუაშვილის განცხადებით, ეს ადამიანები პარლამენტში რომ ყოფილიყვნენ, წირვაზე წარმოდგენილი იქნებოდნენ.
მისივე განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლებმა თავისი ადგილი სახელმწიფოს მიღმა აირჩიეს.
„იქ იყვნენ არა მხოლოდ უმრავლესობის წარმომადგენლები, არამედ მთლიანად პარლამენტი - უმრავლესობაც და ოპოზიციაც. ყველა იყო მიწვეული, ვინაიდან ეს არ იყო ინდივიდუალური ყოფნა იქ, არამედ ეს იყო ქართველი ხალხის წარმომადგენლობა ამ მნიშვნელოვან მომენტში. ისევე როგორც ელჩები იყვნენ იქ არა როგორც ინდივიდუალური პირები, არამედ საკუთარი ქვეყნის წარმომადგენლებად იყვნენ იქ.
როდესაც ამ ადამიანებმა ზურგი აქციეს საკუთარ ქვეყანას, ეკლესიას, ახლა იმაზე წუწუნი, სად იყვნენ და სად არა, არის ფარისევლობა. ისინი იყვნენ პარლამენტის წევრები და დახიეს მანდატები. ყოფილიყვნენ პარლამენტში და რა თქმა უნდა, ისინი იქნებოდნენ წარმომადგენელი, მათ შორის, წირვის დროს.
რაც შეეხება ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, ეს ხომ არის ფარისევლობის პიკი, რასაც ჩვენ ამ ქალბატონისგან ვხედავთ. ადამიანი, რომელიც არ იშურებს სიტყვებს იმისთვის, რომ ეკლესიას თავს დაესხას, ადამიანი, რომელმაც გლოვის დღეებში ცილი დასწამა ქართულ ეკლესიას. მან თქვა, თითქოს მსოფლიო პატრიარქს სურდა წირვის ჩატარება და ქართულმა ეკლესიამ უარი უთხრა, რაც არის აბსოლუტური ტყუილი. ქალბატონმა სალომემ გლოვის დღეს ცილი დასწამა ქართულ ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა. ეს ადამიანი ყოველ დღე მომენტს არ უშვებდა, რომ თავს დასხმოდა ქართულ ეკლესიას, მის ხელმძღვანელებს, ეპისკოპოსებს და მათ ვინც გადაწყვეტილებებს იღებდა ამ დღეებში. ამ ქალბატონმა ისიც არ იცის, რომ კვირაობით ყველა ეკლესიაში წირვა ტარდება. ამ ყველაფრის შემდეგ, იმ თავდასხმების შემდეგ, რაც გლოვის დროს ქალბატონმა სალომემ იკადრა ეკლესიის წინააღმდეგ, როდესაც ცილი დასწამა ეკლესიას, ამის შემდეგ რომ კითხვები უჩნდება, სად იდგა და სად არა, ეს მე მგონი, აჩვენებს მის არაადეკვატურობას“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
რაც შეეხება ახალი პატრიარქის არჩევას, პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ ამაზე საუბარი ჯერჯერობით, ნაადრევია.
პაპუაშვილი ფიქრობს, რომ სინოდი ბრძნულ გადაწყვეტილებას მიიღებს.
„მე მგონი, ჯერ ნაადრევია ამაზე საუბარი. ჯერ მწუხარების პერიოდია გარდაცვლილი პატრიარქის მიმართ. ყველაფრის დრო მოვა. ჩვენს ეკლესიას აქვს საკმარისი გამოცდილებაც იმისთვის, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მიიღოს სწორი გადაწყვეტილება. ვფიქრობ, საქართველოს ეკლესია პასუხისმგებლობით და სულიერი სიმყარით, რომელიც ჩვენს ეკლესიას, სინოდს გააჩნია, მიიღებს ბრძნულ გადაწყვეტილებას. ეს არის სრულად ჩვენი ეკლესიის, სინოდის გადაწყვეტილება. როგორც ყოველთვის ჩვენ სრულად ვენდობით იმ სიბრძნეს, რომელიც ქართული ეკლესიის, სინოდის გადაწყვეტილებებში არის ხოლმე“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში, თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია მეორის საფლავზე სასულიერო პირები მისი უწმინდესობის სულის საოხად დაიწყებენ პანაშვიდის გადახდას მგალობლების თანხლებით, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციაში.
იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა – ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მოკლული გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე სოციალურ ქსელში მიმართავს ავრცელებს.
მსხვერპლი მოჰყვა ნიუ-იორკის აეროპორტ LaGuardia-ს ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე კანადის ავიაკომპანია Air Canada-ს სამგზავრო თვითმფრინავის შეჯახებას აეროპორტის საავარიო-სამაშველო და ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის სატრანსპორტო საშუალებასთან.
ისრაელის არმიამ ირანის დედაქალაქ თეირანში მდებარე სამიზნეებზე ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიშები განახორციელა,- ინფორმაციას BBC ავრცელებს.
საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედის, მელანია ტრამპის მიწვევით ვაშინგტონში გაემგზავრა.
უკრაინის დედაქალაქში, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საპატიო პატრიარქი ფილარეტი გუშინ დაკრძალეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
,,38 წლის ასაკში დადგა დრო, დიდი მადლობა გადაგიხადოთ და გაცნობოთ ჩემი 17-წლიანი სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ”, – ამის შესახებ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების კაპიტანი, გურამ კაშია აცხადებს.
