როდესაც კონკრეტულ ადამიანებს მცდელობა აქვთ, რომ ნაცარი შეგაყარონ თვალში, თავი არ უნდა დახარო და არ უნდა შეიყარო ნაცარი,- ჩვენ მეგობრობაც ვიცით, პარტნიორობაც და მზად ვართ თანამშრომლობისთვის. როდესაც სამარცხვინო განცხადებებს აკეთებს ზოგი ევროპარლამენტარი, შეურაცხმყოფელია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
სანაძლეოს ვდებ, რომ პრეზიდენტს ვერ გადააყენებენ - დარბაზში უნდა ვიყო, რომ საკუთარ მოგებას თვალებში ჩავხედო, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
ცდილობენ გადაფარონ ის, რომ საელჩომ ამხილა კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ტყუილში, გახსოვთ, როგორ აზიანებდა თავის დროზე კელი დენანი ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს და რაც დეგნანი წავიდა, ხედავთ, რომ საელჩომ გაავრცელა ობიექტური ინფორმაცია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
დღეს, 14 სექტემბერს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის 68-ე სხდომაზე მიიღეს ე.წ. დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა. ის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტერესების გადაჭარბებული გავლენის თავიდან არიდებას უნდა მოემსახუროს და შემუშავებულია ვენეციის კომისიისა და ევროკავშირის რეკომენდაციების საფუძველზე.
სახელმწიფო დაცვის სამსახურის ყოფილი უფროსი თემურ ჯანაშია ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროინდელ ფრენებზე ინფორმაციის გავრცელების მიზანია, გადაიფაროს პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილისა და მისი შვილის სამთავრობო თვითმფრინავით ევროპაში გადაფრენის ამბავი. მისი თქმით, ფრენები სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე სრულდებოდა როგორც ქვეყნის გარეთ, ისე შიგნით.
ნაცვლად იმისა, რომ „ქართული ოცნება" ცდილობდეს ობიექტური გამოძიება აწარმოოს, გამოაქვეყნოს ყველა ფინანსური დოკუმენტი, ისინი ცდილობენ ისევ წინა ხელისუფლებაზე გააკეთონ აქცენტი, მაგრამ აქაც არაფერი გამოუვათ, იმიტომ, რომ წინა ხელისუფლება ანგარიშვალდებული იყო ხალხის წინაშე, „შავი ფულით“ და „პენსიონერი მამის“ ფულით არ აფინანსებდა პრემიერ-მინისტრის ვიზიტებს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა, ლევან ბეჟაშვილმა გააცხადა, რითაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საჰაერო ხომალდებით მგზავრობასთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.
ძალიან სასაცილოა, რომ პრემიერის ამ ძალიან მძიმე კორუფციული ნაბიჯის დროს, ხელისუფლება კვლავ წინა ხელისუფლებაზე იწყებს საუბარს - აღარ არის წინა ხელისუფლებაზე საუბარი საინტერესო, მაშინ როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი ცნობილია, როგორც ერთ-ერთი გამორჩეული კორუფციონერი და სხვათა შორის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გაგდებული, ზუსტად "კლანთან" დაკავშირებით სხვადასხვა შავ საქმეებში ეჭვმიტანილი, - ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რითაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საჰაერო ხომალდებით მგზავრობასთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროს განცხადებას გამოეხმაურა.
თავდაცვის სამინისტრომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, საჰაერო ხომალდებით მგზავრობასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულებების განსაიდუმლოების პროცესი დაიწყო. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მოცემული განსაიდუმლოება შეეხება 2010, 2011 და 2012 წლებში თავდაცვის სამინისტროსა და შპს „ჯორჯიან ეარვეისს“ შორის დადებულ ხელშეკრულებებს
სააკაშვილის იმპიჩმენტი უნდა მოითხოვოს „ქართულმა ოცნებამ", აბსურდში არიან! - სააკაშვილის ფრენები და მუშაობა რომ არა, დღეს ჩვენ ვიქნებოდით საბჭოთა წუმპეში, სადაც ახლა "ოცნებას" სურს დაგვაბრუნოს, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
გაფართოების ანგარიშის გამოქვეყნებამდე დარჩენილია დაახლოებით 4 კვირა, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე კი - 3 თვე. ის, რასაც ჩვენ საქართველოსგან ველოდებით, არის დაჩქარება და რაც შეიძლება მეტი პროგრესის მიღწევა, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.
