ჩვენ ერთადერთი მოლოდინი გვაქვს - ევროკავშირი კიდევ ერთხელ დაფიქრდება, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება აქვს მისაღები - სამწუხაროდ, შარშან მცდარი პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო ევროკავშირმა, როდესაც ლიდერი ქვეყანა დაჩაგრა და არ მისცა კანდიდატის სტატუსი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
„ქართული ოცნება“ აგებს თამაშს ქალბატონ სალომესთან , - ამის შესახებ „გირჩის“ თავმჯდომარე, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილი იმპიჩმენტს არ გამორიცხავს და ემზადება, ამაზე ძალიან მშვიდად და წყნარად მესაუბრებოდა, პრაგმატულად უყურებს ამ შესაძლებლობას; აშკარაა, რომ ამ სცენარზე ნაფიქრი აქვს და აქვს დაშვებები და გეგმები, რა უნდა გააკეთოს - ქუჩაშიც გამოვალ, მის გვერდზეც დავდგები, თუ საჭირო იქნება, მის გამოც ვიჩხუბებ , - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
მოსაზრება, რომ ოპოზიცია სხდომათა დარბაზში კენჭისყრისას არ შევიდეს, ჩემი აზრით, ძალიან მძიმეა გასააზრებლადაც კი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით გადაყენებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და პუტინისტურ ტალღაზე დაყენება უნდათ, რომ „დასავლეთმა მიგვატოვა და სხვა გზა არ გვაქვს, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია, თბილისის მერის, კახა კალაძის ნატო-ზე გაკეთებულ განცხადებას.
მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არასერიოზულს უწოდებს "მთავარი არხის" გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, საქართველომ უარი უთხრა აშშ-ს სამხედრო ბაზის აშენებაზე. ჟურნალისტებთან კომენტარში კობახიძე აღნიშნავს, რომ ქვეყნის უსაფრთხოების გარანტი მხოლოდ ნატოს სამხედრო ალიანსის წევრობაა.
არ გამოვრიცხავთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გარკვეულმა წევრებმა მხარი დაუჭირონ პრეზიდენტის იმპიჩმენტს და „ქართულმა ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კიდევ ერთი ალიანსის დადასტურებით, ზურაბიშვილი ერთობლივად გადააყენონ თანამდებობიდან, - ამის შესახებ პარლამენტში, ჟურნალისტებთან პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა.
