საქართველოდან უცხო ქვეყნის 103 მოქალაქე გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 103 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.

მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: თურქეთის, ინდოეთის, ეგვიპტის, რუსეთის, თურქმენეთის, ბანგლადეშის, პაკისტანის, უზბეკეთის, ჩინეთის აზერბაიჯანის, ნიგერიის, ბულგარეთის, ყაზახეთის, ტაჯიკეთის, განას, კონგოს, ტაილანდისა და  სხვა სახელმწიფოების – ჯამში 103 მოქალაქე.

ქვეყნის მასშტაბით ინტენსიურად მიმდინარე შესაბამისი კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, მიმდინარე წლის მხოლოდ მარტის თვეში 360, ხოლო 2026 წლის პირველ კვარტალში 904  უცხოელი არალეგალის გაძევება განხორციელდა
საქართველოდან.

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.

წაკითხვა 9 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.