სუს-ში „ალტ-ინფოს“ წევრის ბექა ვარდოსანიძის გამოკითხვა მიმდინარეობს
სუს-ში „ალტ-ინფოს“ წევრის ბექა ვარდოსანიძის გამოკითხვა მიმდინარეობს. როგორც მისი ადვოკატი, სერგი ხურციძე აცხადებს, ვარდოსანიძეს წარმოდგენა არ აქვს თუ რას ედავებიან.
მისივე თქმით, ბექა ვარდოსანიძის სახლიდან ამოღებულია სრული ტექნიკა, ამასთან, მის ოჯახის წევრებს ჩამოართვეს ტელეფონები.
„როდესაც ჩხრეკის დადგენილებას გავეცანი, იქ საუბარი იყო 331-ე მუხლზე, რაც გულისხმობს ტერორიზმის შესახებ ცრუ ზარის განხორციელებას. ამაზე წარმოდგენა არ აქვს თვითონ ბექა ვარდოსანიძეს, თუ რას ედავებიან, შევეცადე ინფორმაციის მოპოვებას პოლიციელების მხრიდან, რომლებმაც განაცხადეს, რომ საუბარია თითქოს ნოემბრის ფაქტზე. ახლა უშუალოდ ბექა ვარდოსანიძის გამოკითხვა იქნება და შევეცდები კონკრეტულად რა ხდება საქმეში გავარკვიო.
როგორც ასეთი, მისი სახლიდან ამოღებული იქნა სრული ტექნიკა და არამარტო მისი სახლიდან, არამედ ოჯახის წევრებს ჩამოართვეს ტელეფონები, ანუ აბსოლუტურად თუკი რაიმე ფუნქციონირებდა სახლში WiFi-ს როუტერიდან დაწყებული, მთლიანი ტექნიკა წამოიღეს და შესაბამისად, ამით ჩანს ისიც რომ მას ყველანაირად შეუზღუდეს თავისი საქმიანობის უფლება“, - ამბობს სერგი ხურციძე.
ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე, კონტრტერორისტულმა ცენტრმა ბექა ვარდოსანიძის სახლში ჩხრეკა ჩაატარა. სუს-ის ინფორმაციით, კონკრეტული პირის ელექტრონული ფოსტიდან, სხვადასხვა უწყებაში გაიგზავნა ტერორისტული შინაარსის მუქარის შემცველი შეტყობინებები, რაც დაკავშირებული იყო აფეთქებებთან.
სიახლეები
- ,,ვახტანგ გომელაური ქიმიკოსი არ არის, რომ 2007 წელს შეძენილი ფხვნილი გადაემოწმებინა"- ირაკლი კობახიძე
- ზელენსკის თვითმფრინავს ირლანდიაში ვიზიტისას დრონები აედევნენ
- ისრაელს მომავალ წელს „ევროვიზიაში“ მონაწილეობის უფლება მიეცემა
- სომხეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს არქიეპისკოპოსი, რომელიც, სავარაუდოდ, სექს-სკანდალში ფიგურირებდა
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე დააკავეს
