უკრაინელი მაღაროელები, რომლებიც დრონებით შეტევის შემდეგ შახტებიდან ვერ ამოდიოდნენ გადაარჩინეს
უკრაინელმა მაშველებმა კრივოი-როგის ორი შახტიდან ამოიყვანეს 113 მაღაროელი. ისინი მიწის ზედაპირზე ამოსვლას ვერ ახერხებდნენ მას შემდეგ, რაც დრონებით შეტევის შედეგად ელექტროქვესადგურის დაზიანების გამო შახტების ენერგომომარაგება შეწყდა. ინფორმაცია 113-ივე მაღაროელის გადარჩენის შესახებ ტელეგრამით გაავრცელა კრივოი-როგის თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელმა ოლექსანდრ ვილკულმა.
უკრაინის ხელისუფლების ცნობით, გასული ღამის განმავლობაში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტიეს უკრაინის სამხრეთ და ცენტრალურ ოლქებს.
დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ კრივოი-როგის ერთ-ერთი ქვესადგურის დაზიანების შედეგად ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა 100 ათასამდე აბონენტს. შახტების გარდა, ენერგომომარაგების გარეშე დარჩა საავადმყოფოების და სასწავლო დაწესებულებების ნაწილი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გამოიყენეს 25 უპილოტო საფრენი აპარატი. გენშტაბის თანახმად, უკრაინის თავდაცვის ძალებმა 11 დრონი გაანადგურეს.
სიახლეები
- ,,საქართველო არავის თავს არ ესხმის – საქართველო თავს იცავს უსამართლო დამოკიდებულებისგან"- მაკა ბოჭორიშვილი
- იტალიის პრემიერ-მინისტრი ზელენსკიზე საათ-ნახევრის განმავლობაში ზეწოლას ახდენდა და რუსეთისთვის დათმობებზე წასვლისკენ უბიძგებდა
- 11 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- ,,2025 წელი შეზღუდული თავისუფლების წელია"– საია
- ვის ჩამოეწერება ჯარიმები – მთავრობის გადაწყვეტილება
