არასასურველ სარეკლამო SMS-ებს კომპანიები ვეღარ გაგზავნიან
კომპანიებს, რომლებიც მოქალაქეებს უნებართვოდ უგზავნიან სარეკლამო შეტყობინებებს, ეს უფლება 1 მარტიდან შეეზღუდებათ. სწორედ ამ დროიდან ამოქმედდება "პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ" კანონის ძირითადი ნაწილი.
კანონი თანაბრად ვრცელდება სარეკლამო შეტყობინებების გამგზავნ ნებისმიერ პირზე. მათ შორის, არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, ეს რეკლამა მობილურზე იქნება გაგზავნილი თუ ელექტრონულ ფოსტაზე.
- შეტყობინება უნდა გაიგზავნოს მხოლოდ წინასწარი თანხმობის შემთხვევაში;
- სარეკლამო შეტყობინების მიღებაზე უარის თქმა შეიძლება ნებისმიერ დროს - კომპანია ვალდებულია 7 სამუშაო დღეში დააკმაყოფილოს მოთხოვნა;
- შეტყობინების მიღებაზე უარის თქმა შესაძლებელი უნდა იყოს მარტივი გზით.
თუ სარეკლამო შეტყობინების გაგზავნის წესი დაირღვევა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მიმართვის საფუძველზე განიხილავს საჩივარს და დააკისრებს ჯარიმას, რომლის ოდენობაა:
- 500 ათას ლარამდე ბრუნვის მქონე კომპანიაზე ან მეწარმეზე - 2000 ლარი;
- უფრო დიდი ბრუნვის მქონე კომპანიებისთვის - 3000 ლარი;
- დამამძიმებელი გარემოების აღმოჩენის შემთხვევაში ჯარიმები იზრდება.
- ადამიანს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს ინფორმაცია მასთან საკონტაქტო ინფორმაციის მოპოვების წყაროს შესახებ;
- თუ თქვენ უარს არ იტყვით სარეკლამო შეტყობინების მიღებაზე, ამას კომპანია თანხმობად ვერ ჩათვლის.
სიახლეები
- “პარტიულ საქმიანობაში ჩართული არ არის” - შალვა პაპუაშვილი გომელაურზე
- “თბილისის ყველა საარჩევნო უბანზე დავამონტაჟებთ ვიდეოკამერებს - აბა, გაბედოს ვინმემ, რომ სხვადასხვა უბანზე შევიდეს, ან შევიდეს სადაც რეგისტრირებული არ არის - სისხლის სამართლის ბრალდებით დაისჯებიან” - ირაკლი კუპრაძე
- “ემანუელ მაკრონის მიერ აშშ-ის ელჩის საფრანგეთის შიდა საქმეებში ჩარევაში დადანაშაულება ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტია” - კახა კალაძე
- “ევროკავშირის ელჩიც კი იყო ჩართული ჩვენი სუვერენიტეტის ხელყოფაში, არჩევნებში ჩარევის გზით” - შალვა პაპუაშვილი
- “სააკაშვილმა და მისმა თანაგუნდელებმა, რომლებიც ხელისუფლებაში იყვნენ და იქ გამდიდრდნენ, ზოგმა მოიხადა სასჯელი, მაგრამ ისევ ფუფუნებაში არიან, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა ფული სადღაც ჰქონდათ გადამალული” - შალვა პაპუაშვილი