სექტემბერი 11 2025 წაკითხვა 284 ჯერ

„კვლევების გარეშეც, ჩვენ რომ შევხედოთ სხვა ნაწილს, დღეს უკვე დასრულდა რეგისტრაცია, მათ შორის, კომისიებში წევრების დასახელება და ა.შ. ვნახეთ, გახარია -„ლელოს“ ტანდემმა ვერ შეძლო კომისიებში 1600 წევრის მოძიება, რომ დაესახელებინა,“ – ამის შესახებ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

სექტემბერი 11 2025 წაკითხვა 623 ჯერ

კონსერვატორი კომენტატორის ჩარლი კირკის მკვლელობა არის შემზარავი, დასაგმობი ფაქტი, აქედან ჩანს ის, თუ საითკენ მიაქანებენ ეს ე.წ. ლიბერალები, ფსევდოლიბერალები თანამედროვე სამყაროს, – ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ჟურნალისტებს განუცხადა.

სექტემბერი 11 2025 წაკითხვა 652 ჯერ

“ყველასთვის მოსალოდნელი იყო, რომ „ქართული ოცნების“ რეიტინგი გაიზრდებოდა”, – ამის შესახებ, მმართველი გუნდის წევრი, ნინო წილოსანი “გორბის” კვლევის შედეგებზე საუბრისას აცხადებს.

სექტემბერი 11 2025 წაკითხვა 662 ჯერ

„საფრანგეთის პრეზიდენტი მაკრონი ათი თვის წინ ჭკუას გვასწავლიდა, რომ საქართველოში პოლიციამ არაპროპორციული ძალა არ გამოიყენოსო და ამ ფონზე, საფრანგეთის აქციებზე ვნახეთ: მხუთავი აირის გამოყენება, ადამიანების ხელკეტებით ცემა და რეზინის ტყვიები, ბოლო ინფორმაციით კი, 500-მდე ადამიანია დაკავებული და მათზე სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული”, – ამის შესახებ მედიასთან, „ხალხის ძალის” აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

სექტემბერი 11 2025 წაკითხვა 292 ჯერ

“ქართული ოცნება” სულ უფრო ანტიამერიკული და პრორუსული გახდა. “ქართული ოცნების” საჯარო პოზიციებმა სულ უფრო აგრესიული ანტიამერიკული ტონი გაიჩინეს, - ამის შესახებ ჰელსინკის კომისიაში მოსმენაზე სახელწოდებით: „პარტნიორიდან პრობლემამდე: საქართველოს ანტიამერიკული გადახვევა“ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმაგანაცხადა.

სექტემბერი 11 2025 წაკითხვა 298 ჯერ

"ქართულმა ოცნებამ” - აირჩია გზა, რომელიც ავტორიტარულ რეჟიმებს ემსახურება, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა ჰელსინკის კომისიაში გამოსვლისას განაცხადა.

გვერდი 54 სულ 734
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.