აპრილი 02 2020 წაკითხვა 1502 ჯერ

“2020 წლის 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მსოფლიოში ახალი კორონავირუსის პანდემია გამოაცხადა. ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა: “უახლოეს დღეებსა და კვირებში ველოდებით, რომ დაინფიცირების შემთხვევების, გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზრდება. ჩვენ მივედით დასკვნამდე, რომ დაავადება COVID-19 შესაძლოა შეფასდეს, როგორც პანდემია”. პანდემია ეწოდება ძლიერ ეპიდემიას, რომელსაც ახასიათებს ინფექციური დაავადების გავრცელება მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, მოსაზღვრე ქვეყნებში და ზოგიერთ შემთხვევაში - მრავალ ქვეყანაში. ამ პუბლიკაციის გამოქვეყნების დროს პლანეტის 115 ქვეყანაში დაფიქსირებული იყო კორონავირუსის 124 910 შემთხვევა; გარდაცვლილი იყო 4 585 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელებული - 67 050. ეს ოფიციალური ციფრებია, თუმცა, ჩვენი აზრით, დაზუსტებით არც ვირუსის გავრცელების მასშტაბი და არც დაავადებულთა, დაღუპულთა თუ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაა ცნობილი...”, - წერს სამხედრო ანალიტიკური ჟურნალი “არსენალი” (N4, აპრილი, 2020) სტატიაში სათაურით “COVID-19 ბიოლოგიურიი ტერორიზმი, ფატალური შემთხვევა თუ ბუნების ახალი გამოწვევა?”

აპრილი 02 2020 წაკითხვა 1150 ჯერ

“ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მყოფი ქართველი სამხედროს თქმით, ახალი კორონავირუსი ჩOVID-19 ჯერჯერობით არც ერთ ბაზაზე არ გამოვლენილა, თუმცა მუდმივად იღებენ პრევენციულ ზომებს და პანდემიის გათვალისწინებით, მზად არიან. ჟურნალ “არსენალს” ქართველი სამხედროები უყვებიან, როგორი ვითარებაა ბაზაზე. “არსენალს~ ასევე შესაძლებლობა ჰქონდა, ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე ავღანელ სამხედრო თარჯიმანს, სამი აბდულას გასაუბრებოდა”, - წერს ჟურნალის “არსენალი” სტატიაში სათაურით კორონავირუსი ავღანეთში - ბაზებზე ჯერჯერობით სიმშვიდეა.

აპრილი 01 2020 წაკითხვა 994 ჯერ
2019 წლის წლის 31 დეკემბერს ჩინეთში, ჰუბეის პროვინციაში, ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა ოფიციალურად დაფიქსირდა. მას შემდეგ, ეტაპობრივად მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა ჩაერთო ინფექციასთან ბრძოლაში. 11 მარტს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ covid-19 ოფიციალურად გამოაცხადა პანდემიად.
მარტი 31 2020 წაკითხვა 880 ჯერ

„დაუშვებელია ვალუტის გადამცვლელი პუნქტების დახურვა - ვალუტის ყიდვა-გაყიდვა ექსკლუზიურად აღმოჩნდება მხოლოდ ბანკების ხელში“ - ასე ეხმაურება ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ეროვნული ბანკის განცხადებას.

მარტი 31 2020 წაკითხვა 1530 ჯერ

რუსულ გაზეთ «Независимая газета»-ში დაბეჭდილია სტატია სათაურით „კორონავირუსმა თბილისსა და სოხუმს შორის ახალი დავა გამოიწვია // აფხაზეთი ჯიუტად უარყოფს რესპუბლიკაში დაავადებულების არსებობას“, რომელშიც აფხაზეთიდან კორონავირუსით დაავადებული ქალის ზუგდიდში გადმოყვანის ფაქტს ეხება.

მარტი 31 2020 წაკითხვა 1176 ჯერ

ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს კორონავირუსთან ბრძოლის შტაბის შეხვედრა გაიმართება, სადაც გალთან მიმართებაში დამატებით გადაწყვეტილებებს მიიღებენ. ინფორმაციას აფხაზური მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, რეგიონში ამ დროისთვის მშვიდი ვითარებაა.

გვერდი 674 სულ 735
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.