ჩვენ მზად ვიქნებით 2030 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, მთავარია, რომ ამასობაში, ევროკავშირშიც სხვა მიმართულებით წარიმართოს პროცესები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ბახმაროში, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა.
მოიფიქრეს რაღაც ალტერნატიული ფორმები და ლიეტუვაში მიჰყავთ რადიკალი აქტივისტები პოლარიზაციის გასაღრმავებლად, მათთვის შესაბამისი ტრენინგები ტარდება. ეს არის უკიდურესად შემაშფოთებელი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ყველა ობიექტური შეფასების თანახმად, საქართველო არის მოწინავე არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში, არა მარტო კანდიდატ ქვეყნებს შორის, საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყანას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ბახმაროში, ჟურნალისტებს „კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის” შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
როდესაც საკუთარი და ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის ნების წინააღმდეგ მიდიხარ, მნიშვნელობა არ აქვს თუ ვინ იქნება მთავარი შემსრულებელი და ვინ ითავებს იმ როლს, რომელიც ირაკლი კუპრაძემ საკუთარ თავზე აიღო - მგონია, რომ კატასტროფული შეცდომა დაუშვა,- ასე შეაფასა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან სანიკიძემ პარტიების - „ლელო-ძლიერი საქართველოსა“ და „გახარია-საქართველოსთვის“ მიერ თბილისის მერობის საერთო კანდიდატად ირაკლი კუპრაძის დასახელება.
2025 წლის 18 აგვისტოს, გაერო-ს უშიშროების საბჭომ დახურულ სხდომაზე, რუსეთ-საქართველოს ომის მე-17 წლისთავთან დაკავშირებით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე არსებული ვითარება და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი განიხილა. ინფორმაციას, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
”ამ ადამიანმა მაშინ გაიუფასურა თავი, როდესაც მემარცხენე ადამიანის უფლებების დამცველი შეუერთდა თაღლითების პარტიას, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა, „გახარია საქართველოსთვის“ და „ლელოს“ მერობის საერთო კანდიდატზე, ირაკლი კუპრაძეზე საუბრისას განაცხადა.
