ევროკომისიამ კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში, “ლიდერობის და შორსმჭვრეტელობის” ინდექსი გამოაქვეყნა.
წყალტუბო, სამწუხაროდ, არის ჩამოშლილი ეკონომიკის, უმუშევრობისა და უპერსპექტივობის, სიღარიბისა და ემიგრაციის ქალაქი - „ქართულმა ოცნებამ“ დაპირება გასცა, რომ 5-ვარსკვლავიან სასტუმროს გააკეთებდნენ, თუმცა 10 წლის თავზე ვხედავთ, რომ კვლავაც აქ არის „ქოცური“ ნანგრევები და ეს არის საუკეთესო სახე, რომელსაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება განასახიერებს,- ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.
“აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპის და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა 15 აგვისტოს, ალასკაზე გაიმართება. ამერიკული მედიის ცნობით, შეხვედრა ელმენდორფ-რიჩარდსონის სამხედრო ბაზაზე ჩატარდება.
აშშ-ის პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე შეიძლება, რაღაცას მიაღწიონ, – ამის შესახებ დონალდ ტრამპმა Air Force One-ის ბორტზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, დღეს უკვე მეოთხე ადამიანზე დადგა განაჩენი „მოლოტოვის კოქტეილთან" დაკავშირებით, რაც, მისივე თქმით, კიდევ ერთხელ აჩვენებს ექსტრემიზმის მასშტაბს, რომელიც დემონსტრაციების დროს დაფიქსირდა.
არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი აცხადებს, რომ 11 აგვისტოს ანტიკორუფციული ბიუროსგან მიიღეს მორიგი წერილი, რომლითაცედავებიან „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონის დარღვევას და ასევე, სთხოვენ განმარტებებს, თუ რატომ არ დარეგისტრირდნენ „უცხო ძალის ინტერესების გამტარებელთა“ რეესტრში.
