“დამოუკიდებლობა ყოველდღიური ძალისხმევის შედეგია; უკვე 34 წელია, საქართველო ამ გზას ადგას და, ურთულესი წინააღმდეგობების დაძლევასთან ერთად, მის განმტკიცებას ცდილობს” – შალვა პაპუაშვილი
“1991 წლის 31 მარტს საერთო-სახალხო რეფერენდუმზე დასმულ ერთადერთ კითხვას, “თანახმა ხართ თუ არა – აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა”, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მოსახლეობამ უპასუხა – დიახ!”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, დამოუკიდებლობა ყოველდღიური ძალისხმევის შედეგია.
“ამ ერთსულოვანი გადაწყვეტილების საფუძველზე, ზვიად გამსახურდიამ რეფერენდუმიდან ცხრა დღეში გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობა. დღეს პირველი პრეზიდენტის დაბადების დღეცაა, მას 86 წელი შეუსრულდებოდა.
საქართველოს გასაბჭოებიდან ზუსტად 70 წლის თავზე, სრულიად საქართველომ გამოხატა ცალსახა და მკაფიო სურვილი, ჰქონოდა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, ჰქონოდა სუვერენიტეტი და საკუთარი ბედი თავად განეგო.
დამოუკიდებლობა ყოველდღიური ძალისხმევის შედეგია. უკვე 34 წელია, საქართველო ამ გზას ადგას და, ურთულესი წინააღმდეგობების დაძლევასთან ერთად, მის განმტკიცებას ცდილობს. ეს ბრძოლა დასრულებული არ არის და არც არასოდეს დასრულდება.
საქართველოს ყველა თაობის პრივილეგია არის და უნდა იყოს საკუთარ სახელმწიფოზე ზრუნვა, მისი დაცვა და სიძლიერე. სწორედ ამიტომ, პირველ რიგში კარგად უნდა ჩავიბეჭდოთ თავში, რა არჩევანს ვაკეთებთ, ვისი მემკვიდრეები ვართ და სად ვდგავართ.
31 მარტს ქართველმა ხალხმა უარი უთხრა საბჭოთა კავშირში ყოფნას, მის გავლენასა და დიქტატს. მან ხმა მისცა არა ბატონის შეცვლას ან უკეთეს მონობას, არამედ ყველასგან დამოუკიდებლობასა და თვითმყოფადობას. ქართველმა ერმა სრულად გადაიხადა თავისი ნების გამოვლენის მძიმე ფასი, განვლო ყველა ის რთული პროცესი, რაც სახელმწიფოებრიობის მოპოვებას დასჭირდა.
სიახლეები
- “"ძალიან მძიმე საყურებელია რაც ხდება. ვისაც გიხარიათ ან ვისთვისაც ეს სულ ერთია, ძალიან მალე საკუთარ თავზე გამოცდით რას ნიშნავს როცა უსამართლობისგან ვერც ერთი სახელმწიფო უწყება დაგიცავთ” - ლონდა თოლორაია
- 4 000 ლარით დააჯარიმეს ბაია პატარაია ფეისბუკ-სტატუსის გამო
- “ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმის შედეგად, არ დაგვიკარგავს არცერთი გოჯი მიწა” - “საქართველოსთვის”
- ,,სიძემ სიმამრი მოკლა” – რას ამბობენ ადგილობრივები ხაშურში მომხდარ მკვლელობაზე
- კარტოფილის ღვეზელი