თურქეთში მომხდარ მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა, არიან დაშავებულები
თურქეთში, ბალიქესირის პროვინციაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ქალაქის მერმა, აჰმეტ აკინმა განაცხადა.
გარდაცვლილის ვინაობა ჯერჯერობით დადგენილი არ არის. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ქემალ მემისოღლუმ განაცხადა, რომ სტიქიის შედეგად, სულ მცირე, ოთხი ადამიანი დაშავდა.
როგორც ცნობილია, მიწისძვრის სიმძლავრე 6.1 მაგნიტუდა იყო, ეპიცენტრი – ბალიქესირის პროვინციაში მდებარეობდა.
ბიძგები სტამბოლის დასავლეთით, 19:55 საათზე, დაახლოებით 20-30 წამის განმავლობაში იგრძნობოდა.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
