"პარლამენტისთვის განსახილველად შეთავაზებული კანონპროექტები პირდაპირ პასუხობს ეროვნულ ინტერესებს"- გიორგი ვოლსკი
„მთელი რიგი კანონ პროექტებია პარლამენტისთვის შეთავაზებული განსახილველად, რომლებიც პირდაპირ პასუხობს ეროვნულ ინტერესებს,“ – ამის შესახებ, გადაცემა „იმედის კვირაში“ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ მმართველი გუნდის მიერ პარლამენტში დაინიცირებულ კანონპროექტებზე საუბრისას განაცხადა.
„პასუხობს საზოგადოების ინტერესებს, იქნება ეს დაწყებული ნარკოტიკების გავრცელებასთან ბრძოლა, დამთავრებული იმ საკითხებით, რომელიც ეხება არასამთავრობო ორგანიზაციების სავალდებულო მონაწილეობას სახელმწიფოში გადაწყვეტილებების მიღების დროს. არცერთი თემა არ ცდება იმ სტანდარტს, რასაც ჰქვია და ევროპული სტანდარტი“, – აღნიშნა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, დღეს პარლამენტში პლენარული სხდომა გაიმართება. სავარაუდოდ მესამე მოსმენით მტკიცდება ამერიკული ფარას ზუსტი ანალოგი და მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები, რომელიც მედიასტანდარტების რეგულირებას ემსახურება. სისხლის სამართლის კოდექსში ბრუნდება „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ხელისუფლებაში ყოფნის დროს გაუქმებული „სამშობლოს ღალატის მუხლი”. საკანონმდებლო დონეზე უქმდება სიტყვა გენდერი. საპარლამენტო საქმიანობაში გადაწყვეტილებების მიღების პროცესში უქმდება არასამთავრობო ორგანიზაციების სავალდებულო მონაწილეობა. მიმდინარე კვირაშივე დეპუტატები მეორე მოსმენით იმსჯელებენ ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლისთვის მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტზეც.
სიახლეები
- ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს
- ,,თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს"- ირაკლი კობახიძე
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
- ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მცდელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან"- ეკა სეფაშვილი
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა
