"რატომ ვატარებთ ამ მნიშვნელოვან დემოკრატიულ პროცესს? იმიტომ, რომ რეალური ოპოზიცია გაჩნდეს ჩვენს ქვეყანაში და არა ის აგენტურული ქსელი, რომელიც დღეს სულს ღაფავს"- დავით მათიკაშვილი
ზუსტად ესმით ადამიანებს, რა უნდა აკეთო იმისთვის, რომ იყო ოპოზიციონერი მმართველი პარტიის და არა საკუთარი ქვეყნის და სამშობლოსი, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ყველა მმართველ პარტიას სჭირდება ოპოზიცია და ეს არის უმრავლესობის ნომერ პირველი სურვილი. მისივე თქმით, ქვეყანაში საჭიროა რეალური ოპოზიცია და არა ის აგენტურული ქსელი, რომელმაც საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ მრავალი დანაშაული ჩაიდინა.
„ქართველები არიან ძალიან ნიჭიერი ხალხი. საქართველოში ძალიან გამოცდილი და გაზრდილი ელექტორატია და ზუსტად ესმით ადამიანებს, რა უნდა აკეთო იმისთვის, რომ იყო ოპოზიციონერი მმართველი პარტიის და არა საკუთარი ქვეყნის და სამშობლოსი. სამშობლოს კი არ უდგე ოპოზიციაში, ევროპული და ამერიკული დერეფნების სირბილში კი არ გაიცვითო „ტუფლები“, რომ შენს ქვეყანას სანქციები დაუწესე, არ შეიყვანო ევროკავშირში, არ მისცე კანდიდატის სტატუსი და ა.შ., არამედ მმართველ პარტიას ედგე ოპოზიციაში. ყველა მმართველ პარტიას სჭირდება ოპოზიცია და ეს არის ნომერ პირველი სურვილი ჩვენი. ჩვენ რატომ დავგეგმეთ და რატომ ვაკეთებთ ამ მნიშვნელოვან დემოკრატიულ პროცესს? იმიტომ, რომ რეალური ოპოზიცია გაჩნდეს ჩვენს ქვეყანაში და არა ის აგენტურული ქსელი, რომელიც სულს ღაფავს დღეს, მაგრამ მთელი ამ ხნის განმავლობაში მათ იმდენი დანაშაული და სისაძაგლე ჩაიდინეს საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ, რომ კი ეს ბუნებრივია სასამართლოს განსახილველი საქმეა, მაგრამ საზოგადოებამ ხომ ყველაფერი ძალიან კარგად იცის?!
როდესაც უსმენს ამ უსაშინლეს ისტორიებს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიიდან, ახალგაზრდებმა ეს ყველაფერი არ იციან, მაგრამ ჩვენი თაობის ადამიანებმა, ჩვენს უფროსი თაობის ხალხმა ხომ კარგად იცის, მათ ხომ ახსენდებათ, რა კატასტროფის წინაშე იდგა ჩვენი ქვეყანა და სად ცხოვრობდნენ ქართველები თუ არა 2012 წელი, თუ არა ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ და მართლა ამ სისასტიკის და სადიზმის ერთხელ და სამუდამოდ პოლიტიკურ სანაგვეზე მოცილება? ეს ყველაფერი იმის ერთადერთი გზა არის, რომ ქვეყანაში გაჯანსაღდეს პოლიტიკური სპექტრი და მართლაც, ერთხელ და სამუდამოდ აქ გაჩნდეს რეალური ჯანსაღი ოპოზიცია“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
