ქუთაისში უკრაინაში გასაგზავნად შეგროვებული ჰუმანიტარული ტვირთის დახარისხება დაიწყო
ქუთაისში უკრაინაში გასაგზავნად შეგროვებული ჰუმანიტარული ტვირთის დახარისხება დაიწყო. „იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციაში" (ტურიზმის ცენტრში) აქტიურად მიმდინარეობს ტვირთის შეგროვება. დახარისხებაში ჩართული არიან "წითელი ჯვრის" მოხალისეები.
"ჩვენს ქალაქში აქტიურად გრძელდება ჩვენი მეგობარი უკრაინელებისთვის დახმარების შეგროვება. დღეს "ტურიზმის ცენტრში" ვიმყოფებოდი, სადაც უკვე დაიწყო შეგროვებული ტვირთის დახარისხება. ამ პროცესში ჩართული არიან "წითელი ჯვრის" მოხალისეები.
მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ყველა ორგანიზაციას, რომელიც გამოეხმაურა ჩვენს ინიციატივას და მონაწილეობა მიიღო ჰუმანიტარულ აქციაში. ასევე, სულ მოკლე ხანში, სპეციალურ ანგარიშზე შეგროვებული თანხით ჩვენ შევიძენთ მედიკამენტებს, საკვებს, პირველადი მოთხოვნილების ნივთებს და ცენტრალური ხელისუფლების დახმარებით უკრაინაში გავაგზავნით.
აქციას გავაგრძელებთ იქამდე, სანამ ეს დასჭირდებათ ჩვენს მეგობარ უკრაინელებს.
მჯერა, ომი მალე დასრულდება და უკრაინა მშვიდობიანად გააგრძელებს განვითარებას!"- აცხადებს ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი.
ქუთაისში შეგროვებული ჰუმანიტარული ტვირთის პირველი პარტია უკრაინაში მალე გაიგზავნება.
სიახლეები
- ზოდიაქოს ნიშნების დაუფასებელი და საუკეთესო თვისებები
- "უკრაინაში ყველა ჩვენგანს უნდა, რომ პრეზიდენტი ტრამპი იყოს ჩვენთან ერთად თურქეთში, ეს სწორი იდეაა" - ზელენსკი
- "თვითმმართველობის არჩევნები არის რადიკალების ბოლო შანსი, ამ შანსსაც თუ ხელიდან გაუშვებენ, საბოლოოდ დარჩებიან დემოკრატიული პროცესის მიღმა"
- "ხუთშაბათს დაგეგმილი რუსეთ-უკრაინის შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია - შეწყვიტეთ სისხლისღვრა" - დონალდ ტრამპი
- "ვხედავთ თავქარიან დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ, ვხედავთ უხეშ ჩარევას საქართველოს შიდა პოლიტიკაში" - შალვა პაპუაშვილი