20 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

შეინარჩუნეთ სიმშვიდე. ნუ მისცემთ საშუალებას ნეგატიურ აზრებსა თუ მოვლენებს თქვენს ცხოვრებაში ქაოსი და შფოთი შეიტანოს.

კურო

გადადეთ სამომავლოდ სერიოზული საკითხების გადაწყვეტა, მაგრამ თუ აუცილებლობა მოითხოვს, ყველა დეტალი კარგად გააანალიზეთ.

ტყუპები

დღეს უკეთესი იქნება, თუ ზედმეტად არ იაქტიურებთ და დაასრულებთ დაწყებულ საქმეებს.

კირჩხიბი

შესაძლოა, დღეს აგრესიულობამ და ემოციურმა არასტაბილურობამ არასასურველი ნაბიჯი გადაგადგმევინოთ, ამიტომ, სჯობს, რადიკალური გადაწყვეტილებებისგან თავი შეიკავოთ.

ლომი

შეეცადეთ, კორექტივები შეიტანოთ თქვენს საქმიანობაში, შესაძლოა, ეს დღე მეტად პროდუქტიული აღმოჩნდეს.

ქალწული

დღეს , ქალწულებისთვის პრობლემიდან გამოსავალს იპოვიან. კარგი დროა, კარიერული წინსვლისთვის.

სასწორი

საჭიროების შემთხვევაში, დაასაბუთეთ თქვენი პოზიციის უპირატესობა, არ მისცეთ საშუალება ოპონენტებს, ფარულად იმოქმედონ.

მორიელი

თუ რაციონალურად იმოქმედებთ, შეძლებთ თავი გაართვათ მოულოდნელ რთულ სიტუაციას და მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება.

მშვილდოსანი

მღელვარებით აღსავსე დღე გელით, შეეცადეთ, თავი წარმოაჩინოთ საუკეთესო მხრიდან.

თხის რქა

მოუფრთხილდით ჯანმრთელობას, რათა თქვენი საინტერესო წამოწყება, ან საქმიანობა სერიოზული საფრთხის წინაშე არ აღმოჩნდეს.

მერწყული

იმოქმედეთ გაბედულად, ნუ შეგაშინებთ სირთულეები.

თევზები

საინტერესო შეხვედრები გელით, მაგრამ არ დაგავიწყდეთ თქვენი ძველი მეგობრები.

წაკითხვა 75 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.