"ჩვენ გვიწევს ავიტანოთ ის, რაც არც ერთ ევროპელ ერს უკვე 80 წელია არ უნახავს"
თუ არ შეუძლიათ მიჰყვნენ ცივილიზებულ წესებს, მაშინ არ უნდა მიიღონ არც პროდუქტი და არც მომსახურება, დაე, ომმა გამოკვებოთ! - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
მან მსოფლიო საზოგადოებას რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების ბოიკოტირებისკენ მოუწოდა.
„ჩვენ თავს ვიცავთ რუსეთის შემოჭრისგან უკვე მეთორმეტე დღეა. ჩვენ არასდროს არ გვსურდა ეს ომი, მაგრამ ის ჩვენამდე მოიტანეს. ჩვენ არასდროს არ გვიოცნებია მოკვლაზე, მაგრამ გვიწევს მტრის განდევნა ჩვენი მიწიდან და ჩვენი ცხოვრებიდან. ჩვენ გვიწევს ავიტანოთ ის, რაც არც ერთ ევროპელ ერს უკვე 80 წელია არ უნახავს. და სწორედ ჩვენს მიწაზე წყდება გახდება თუ არა ვინმე სხვა ევროპაში მსგავსი აგრესიის მსხვერპლი,“- განაცხადა ზელენსკიმ.
პრეზიდენტის თქმით, მსოფლიო ლიდერები თანხმდებიან, რომ კონტინენტის მომავალს წყვეტს უკრაინა თავისი წინააღმდეგობით და მისი მეგობრები თავისი დახმარებით.
„თუ უკრაინაში შემოჭრა გრძელდება და რუსეთმა უარი არ თქვა გეგმებზე უკრაინის წინააღმდეგ, ეს ნიშნავს, რომ საჭიროა ახალი სასანქციო პაკეტი, ახალი სანქციები, ახალი ნაბიჯები ომის წინააღმდეგ მშვიდობისთვის. ბოიკოტი უნდა გამოცხადდეს რუსული ექსპორტის წინააღმდეგ, უფრო კონკრეტულად უარი უნდა ითქვას რუსულ ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე. ამას შეგიძლიათ უწოდოთ ემბარგო და შეგიძლიათ უწოდოთ უბრალოდ მორალი, როდესაც უარს ამბობ ფული მიაწოდო ტერორისტს,“- განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, საერთაშორისო საზოგადოებამ უფრო მეტად გადამწყვეტად უნდა იმოქმედოს.
„როდესაც ვიღაც კარგავს გონებას, მაშინ უნდა დაკარგო შიში და დაივიწყო კომერცია. თავი უნდა დაიცვა, უნდა იყოთ მორალური სახელმწიფოც და კომპანიაც. უნდა ებრძოლოთ არაადამიანურ ძალას, რომელსაც თვით ადამიანურობის მოსპობა სურს. უკრაინული ჯარის წარმატება, უკრაინელი ხალხის ნება, საერთაშორისო სანქციების პრინციპულობა - აი გზა მშვიდობისკენ,“- აღნიშნა ზელენსკიმ.
სიახლეები
- სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
- "იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია"
- "რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის დასრულება აირჩია" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
