უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, რუსეთმა დონეცკის ოლქის ქალაქებთან, ბახმუტთან და სოლედართან ბრძოლების დროს,სავარაუდოდ, 20 000-მდე ჯარისკაცი დაკარგა, თუმცა, მისი თქმით, ოკუპანტები დანაკარგებს არ ითვალისწინებენ.
ძლიერ ქარს ლანჩხუთში ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა განუცხადა, შემთხვევა სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალზე მოხდა.
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე განმარტავს, რა წინმსწრებ საპასუხო ღონისძიებებს ატარებს ჯანდაცვის სამინისტრო კორონავირუსის მართვის კლინიკურ ჯგუფთან ერთად იმისთვის, რომ ქვეყანაში „კორონავირუსის მართვის სადავეები ხელიდან არ გაიქცეს“.
საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლის თანახმადაც, საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის მოქმედი უვიზო მიმოსვლა კიდევ უფრო გამარტივდა და ამიერიდან მოქალაქეები საზღვარს ბიომეტრიული პირადობის მოწმობებით გადაკვეთენ, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.
საქართველოს სამთავრობო დელეგაცია პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, სომხეთში სამუშაო ვიზიტს გამართავს, ინფორმაციას საქართველოს და სომხეთის მთავრობების პრესსამსახურები ავრცელებენ.
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თანაშემწეებმა საიდუმლო დოკუმენტები კიდევ ერთ ლოკაციაზე აღმოაჩინეს. როგორც „ბიბისი“ აღნიშნავს, ჯერჯერობით უცნობია, როდის და სად აღმოაჩინეს დამატებითი დოკუმენტები.
კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის, ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, მარტიდან დღემდე ყველა ტიპის საწვავზე ღირებულება ლარზე მეტით არის შემცირებული. ირაკლი ლექვინაძის განმარტებით, მომავალში ფასის დაკლება კვლავ მოსალოდნელია.
რუსეთის დამარცხება უალტერნატივოდ უნდა დარჩეს, – ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში გააკეთა.
