ჯო ბაიდენის თანაშემწეებმა საიდუმლო დოკუმენტები კიდევ ერთ ლოკაციაზე აღმოაჩინეს
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თანაშემწეებმა საიდუმლო დოკუმენტები კიდევ ერთ ლოკაციაზე აღმოაჩინეს. როგორც „ბიბისი“ აღნიშნავს, ჯერჯერობით უცნობია, როდის და სად აღმოაჩინეს დამატებითი დოკუმენტები.
მიმდინარე კვირის დასაწყისში თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ჯო ბაიდენის იურისტების გუნდმა ნოემბრის დასაწყისში ბაიდენის ყოფილ ოფისში, პენ ბაიდენის ანალიტიკურ ცენტრში 10-მდე საიდუმლო ფაილი აღმოაჩინეს და ისინი დაუყოვნებლივ გადასცეს ეროვნულ არქივს. საკითხს ამჟამად იუსტიციის დეპარტამენტი სწავლობს.
გავრცელებული ინფორმაციით, ანალიტიკურ ცენტრში, რომელსაც ჯო ბაიდენი ოფისად იყენებდა 2017-2020 წლებში, ინახებოდა აშშ-ის სადაზვერვო ჩანაწერები, ასევე უკრაინასთან, ირანსა და დიდ ბრიტანეთთან დაკავშირებული ბრიფინგების მასალები.
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ თავის ყოფილ ოფისში საიდუმლო დოკუმენტების აღმოჩენით გაკვირვებულია და გამოძიებასთან თანამშრომლობს.
სიახლეები
- ,,უკრაინის სამხედრო საჭიროებების დაფინანსების შესახებ რაიმე გადაწყვეტილებას არანაირ გარემოებაში არ დავუჭერ მხარს"- ფიცო
- თბილისში გარდაცვლილი ახალგაზრდის მამაკაცის ვინაობა ცნობილია
- 12 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- ,,საქართველო არავის თავს არ ესხმის – საქართველო თავს იცავს უსამართლო დამოკიდებულებისგან"- მაკა ბოჭორიშვილი
- იტალიის პრემიერ-მინისტრი ზელენსკიზე საათ-ნახევრის განმავლობაში ზეწოლას ახდენდა და რუსეთისთვის დათმობებზე წასვლისკენ უბიძგებდა
