მჯერა, არ დავანახებთ მსოფლიოს, რომ ჩვენ ვართ ველური საზოგადოება, სადაც კლავენ პრეზიდენტებს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ძმამ, დავით სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებული მორიგი სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს.
მიხეილ სააკაშვილი თუ მისმენს, ვეტყვი, ვერაფერსაც დაგვაკლებ – შენ ხარ კრიმინალი, ზიხარ იქ, სადაც უნდა იჯდე, კეთილი ინებე, მოიხადე ის სასჯელი, რომელიც მოგისაჯა საქართველოს დამოუკიდებელმა, მიუკერძოებელმა და რეფორმირებულმა სასამართლომ, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება 14 იანვარს, უკრაინაში, დნეპრში ცხრასართულიან სახლზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმას და გმობს მშვიდობიან მოსახლეობაზე ძალადობას.
ყველას ვიპოვით, ვინც ამ ტერორში მონაწილეობს, პასუხს ყველა აგებს, - ასეთი განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის მიერ უკრაინის დღევანდელ მასიურ დაბომბვასთან დაკავშირებით გააკეთა.
დღეიდან მედიკამენტებზე რეფერენტული ფასები განისაზღვრება, 15 თებერვლიდან კი, ყველა კომპანია, იმპორტიორი, დისტრიბუტორი თუ საცალო მოვაჭრე ვალდებული იქნება, მაქსიმალური ზედა ზღვარი ამ ფასების მიხედვით დაადგინოს.
14 იანვარს უკრაინის ქალაქ დნეპრში ცხრასართულიან კორპუსზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
ევროკავშირმა უნდა გააგრძელოს რუსეთზე ზეწოლა და უკრაინის მხარდაჭერა, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა შვედეთის პრემიერ-მინისტრთან, ულფ კრისტერსონთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
სარაკეტო იერიშის შესახებ ინფორმაციას ტელეგრამ არხების საშუალებით ავრცელებენ, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე კირილ ტიმოშენკო და დედაქალაქის მერი, ვიტალი კლიჩკო. ისინი მოუწოდებენ მოსახლეობას დარჩნენ სახლში.
14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა. წელს ამ დღეს საქართველო მეთერთმეტედ აღნიშნავს.
სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში 15 იანვრიდან ქარი ჩადგება და 20 იანვრამდე უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
