"რუსეთმა ბახმუტსა და სოლედართან, სავარაუდოდ, 20 000-მდე ჯარისკაცი დაკარგა"- მიხაილო პოდოლიაკი
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, რუსეთმა დონეცკის ოლქის ქალაქებთან, ბახმუტთან და სოლედართან ბრძოლების დროს,სავარაუდოდ, 20 000-მდე ჯარისკაცი დაკარგა, თუმცა, მისი თქმით, ოკუპანტები დანაკარგებს არ ითვალისწინებენ.
„შეუძლებელია ზუსტად იმის თქმა, თუ რა დანაკარგები განიცადა ამ მიმართულებით რუსულმა არმიამ, მაგრამ ეს არ არის ათასი და ორი ათასი - ეს არის 10, 15 და 20 ათასიც კი ბახმუტსა და სოლედარზე შეტევის მთელი პერიოდის განმავლობაში. ისინი არ ითვლიან დანაკარგებს“, - აღნიშნა პოდოლიაკმა.
მისი თქმით, რუსები შიდა აუდიტორიისთვის უკვე ერთი კვირაა საუბრობენ ეფექტურ პროგრესზე ბახმუტის მიმართულებით და ახლა სოლედარში.
„მაგრამ მე ხაზს ვუსვამ, რომ ეს ასე არ არის - რუსები იბრძვიან ისევე, როგორც ადრე - ისინი სოლედართან ძალების დიდი რაოდენობის კონცენტრირებას ახორციელებენ, მაგრამ ეს არ გამოიწვევს ომში გარდატეხას. ერთადერთი, რის გამოც ვწუხვარ, არის ჩვენი ბიჭების რაოდენობა, რომლებსაც მინუს 17 გრადუს ყინვაში ავტომატების ხელში ჭერა დღეების განმავლობაში უწევთ, ძნელია, ჩვენ ხალხს ვკარგავთ, მაგრამ რუსეთი ვეღარ შეძლებს ამ ომის დინების თავის სასარგებლოდ შემობრუნებას“, - განაცხადა პოდოლიაკმა.
სიახლეები
- ,,არანაირი მტკიცებულება არაა, უბრალოდ, ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლა, 20-მდე პოლიციელის ტყუილი ჩვენებები"- ზურაბ ჯაფარიძე
- ,,ელენე ხოშტარიას საკუთარ შვილებზე რომ ეფიქრა, ქვეყანას რევოლუციას არ მოუწყობდა"- ნინო წილოსანი
- ,,ელენე ხოშტარია არანაირი პოლიტიკური ოპონენტი არ არის, ჩვეულებრივი ხულიგანია"- გურამ მაჭარაშვილი
- უნგრეთი უკრაინისთვის გაზის მიწოდებას წყვეტს
- ,,ფარისევლობა არის ის, რომ ვითომ ილია მეორე უყვარდათ და ახლა კი მის არჩევანს ასეთ ბინძურ კამპანიაში ხვევენ"- ნინო წილოსანი
