საქართველოს უკიდურეს აღმოსავლეთში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საზღვრისპირა სოფლებს ფაროსანა შეესია. მავნებელი მწერის მომრავლებაზე ჩივიან ყვარელშიც.
ინდონეზიაში, კუნძულ იავაზე, ფეხბურთის მატჩის დროს, სულ ცოტა, 127 ადამიანი დაიღუპა.
„გაზპრომმა“ იტალიაში ბუნებრივი აირის მიწოდება შეწყვიტა. ინფორმაციას „ბლუმბერგი“ ავრცელებს.
ბულგარეთში გაზსადენი IGB გაიხსნა, რომლითაც ქვეყანა ბუნებრივ აირს აზერბაიჯანიდან მიიღებს. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
2024 წლის მწვანე ბარათის (Green Card) გათამაშების რეგისტრაცია რამდენიმე დღეში დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ს საელჩო ავრცელებს.
დღეს საქართველო არის მზად ნატო-ში წევრობისთვის, უბრალოდ, ნატო არ არის მზად და ეს თვითონ თქვა მათ შორის ანდერს ფოგ რასმუსენმა, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებს განუცხადა.
ამომრჩევლები სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თეკლათისა და ჭალადიდის ოლქის მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევენ. გახსნილია სამი საარჩევნო უბანი, სადაც ჯამში 2 307 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
საერთოდ აღარ მაინტერესებს საქართველოს შიდა პოლიტიკური გარჩევები, იმდენად დიდი მასშტაბის მოვლენა ხდება მსოფლიოში, სადაც მეც მიცნობენ და იცნობენ ჩემს ბრძოლას რუსეთთან, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ საააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
პირველი ოქტომბერი – თარიღი, რომლის უკან დგას ქართველი ხალხის ძალა, მისი ნება, იყოს თავისუფალი, სამართლიანი და გამარჯვებული, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე „ფეისბუქში“ წერს.
დღეს ქართული სახელმწიფო არის სუვერენული, როგორც არასდროს. სწორედ სახელმწიფო სუვერენიტეტის განმტკიცების შედეგია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის პირველი საქართველოს უახლოეს 30-წლიან ისტორიაში, რომლის მმართველობის პირობებში ქვეყანას ომი არ ჰქონია, – ამის შესახებ აღნიშნულია პარტია „ქართული ოცნების“ განცხადებაში.
