ძლიერ ქარს ლანჩხუთში ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ძლიერ ქარს ლანჩხუთში ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა განუცხადა, შემთხვევა სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალზე მოხდა.
მისივე ინფორმაციით, ქარმა ხე მოგლიჯა და მიმავალ ავტომობილს დაეცა, რის შედეგად მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.
„ლანჩხუთში კვლავ ძლიერი ქარია. გვაქვს ძალიან ცუდი შემთხვევა. სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალზე, კერძოდ, სოფელ ლესაში მოძრავ ავტომანქანას ქარისგან მოგლეჯილი ხე დაეცა. ავტომობილი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით გადაადგილდებოდა. სამწუხაროდ ახალგაზრდა კაცი ადგილზე გარდაიცვალა”,- აღნიშნა ალექსანდრე სარიშვილმა.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
