"ევროკავშირმა უნდა გააგრძელოს რუსეთზე ზეწოლა და უკრაინის მხარდაჭერა"- ურსულა ფონ დერ ლაიენი
ევროკავშირმა უნდა გააგრძელოს რუსეთზე ზეწოლა და უკრაინის მხარდაჭერა, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა შვედეთის პრემიერ-მინისტრთან, ულფ კრისტერსონთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ამასთან, როგორც პრესკონფერენციაზე ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, გაზის მიწოდების დივერსიფიკაციამ გამოიწვია შესყიდვის ფასის კლება და რუსული გაზის მიწოდების შემდგომი შემცირება.
„ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ზეწოლა რუსეთზე და, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ უკრაინის ურყევ მხარდაჭერას. ასე რომ, დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ შრომამ შედეგი გამოიღო. დღეს გაზის ფასი უფრო დაბალია, ვიდრე უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე იყო. გაზის მომარაგების ფიუჩერსული კონტრაქტების გაზის ფასი აგვისტოდან 80 პროცენტით დაეცა. ჩვენი მარაგის დონეები შევსებულია 83 პროცენტით. ეს წელიწადის ამ დროს ყველაზე მაღალ დონეებს შორისაა. ჩვენ შევქმენით ორჯერ მეტი განახლებადი ენერგიის სიმძლავრე, ვიდრე მოსალოდნელი იყო გასულ წელს“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
