შინაური ცხოველების მოვლისთვის რობოტი შეიქმნა - ვიდეო
ამერიკულმა კომპანია Rockybot-მა რობოტი Rocki შეიმუშავა, რომელიც შინაური ცხოველისთვის არის განკუთვნილი. ამის შესახებ ინტერნეტ პორტალი Intelligent Living იუწყება.
გავრცელებული ინფორმაციით, Rocki შინაური ცხოველების "მშობლებს" საშუალებას აძლევს ოთხფეხა მეგობრებს დისტანციურად ეკონტაქტონ და ეთამაშონ.
თქვენ შეგიძლიათ Rocki Robot საკუთარი iOS ან Android სმარტფონებიდან უფასო აპლიკაციის გამოყენებით აკონტროლოთ.
რობოტი აღჭურვილია 1080p კამერით, მიკროფონით, დინამიკით და ოთხი ბორბლით.
Rocki-ს ღირებულება 299 აშშ დოლარია. კომპანიაში აცხადებენ, რომ რობოტის მიზანია შინაურ ცხოველებში შფოთვის დონის შემცირება, ვარჯიშის დონის გაზრდა და მათი გამხიარულება.
სიახლეები ნინო
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
