"კორუფციის აღქმის ინდექსით" საქართველოს მონაცემები 3 ქულით გაუარესდა
„კორუფციის აღქმის ინდექსის“ (CPI) მიხედვით, 2023 წელს, წინა წელთან შედარებით, საქართველოს მონაცემები 3 ქულით გაუარესდა. განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა".
მონაცემების გაუარესების მიუხედავად, საქართველო 53 ქულით რეგიონში მოწინავეა.
"კორუფციის აღქმის ინდექსი" ტრადიციულად 180 ქვეყანაში ტარდება. ქვეყნები ფასდება 100-ბალიანი სისტემით, როცა 100 დადებითი, ხოლო 0 უარყოფითი შედეგია. 2023 წელთან შედარებით, საქართველოს უკეთესი შედეგი ჰქონდა 2016-2022 წლებში. მათ შორის, ინდექსი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა 2016 წელს.
"საქართველოში კორუფცია კვლავ პრობლემად რჩება, რაც მიუთითებს უფრო ღრმა სისტემურ პრობლემებზე - ძალაუფლების კონცენტრაციაზე და ელიტების მკაფიო გავლენაზე სახელმწიფო ინსტიტუციებსა და გადაწყვეტილების მიღებაზე", - წერია კვლევაში.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა" აღნიშნავს, რომ ევროკომისიის გაცემული რეკომენდაციებისა და პირობების შესრულება საუკეთესო გზა და შესაძლებლობაა ქვეყანაში მაღალი დონის კორუფციის წინააღმდეგ რეალური ნაბიჯების გადასადგმელად.
ორგანიზაციის რეკომენდაციებია:
- ანტიკორუფციული ბიურო იყოს დამოუკიდებელი და ჰქონდეს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შესაძლებლობა. ხელმძღვანელი კი პრემიერის ნაცვლად, დანიშნოს პარლამენტმა ოპოზიციის ჩართულობით;
- "გატარდეს სასამართლოს რეალური რეფორმა";
- შეიცვალოს გენერალური პროკურორის დანიშვნის წესი და დაიწყოს გამოძიება მაღალი დონის სავარაუდო კორუფციული რისკების შესახებ;
- გატარდეს ზომები დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით.
სიახლეები
- თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს
- ,,დეცენტრალიზაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც ვფიქრობ, რეგიონების განვითარებას უფრო მეტად შეუწყობს ხელს"- დიმიტრი ხუნდაძე
- ტრამპი აცხადებს, რომ მან თავიდან აიცილა ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში
- შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს
