მომზადების წესი
1. გამოიყენეთ საკვები თერმომეტრი, რათა შეამოწმოთ, მიაღწია თუ არა ქათმის ხორცმა უსაფრთხო მინიმალურ შიდა ტემპერატურას - 73 გრადუსს, რომელიც საკმარისია მავნე მიკრობების გასაქრობად.
2. ღუმელში გამოსაცხობად, უმჯობესია გამოიყენოთ ქათმის ხორცის ძვლიანი ნაწილები. აუცილებლად გააცხელეთ ღუმელი 10-15 წუთით ადრე 200 გრადუსზე. მოათავსეთ ქათმის ნაჭრები ღუმელში 20-22 წთ, შემდეგ დაუწიეთ ტემპერატურას 180 გრადუსზე მომდევნო 10 წთ. შედეგად მიიღებთ საოცრად წვნიან და რბილ ქათმის ხორცს.
3. თუ ქათმის ხორცს წვავთ ტაფაზე, უმჯობესია კარგად გაახუროთ ტაფა, დაასხათ ცხიმი, მოათავსოთ ქათმის ხორცი საშუალო ცეცხლზე 1 წთ. შემდეგ დაუწიოთ გაზს და დაბალ ცეცხზლე გააგრძელოთ 7-10 წთ წვა. ტაფას დაახურეთ თავსახური, რათა შეინარჩუნოს თავისი წვენი. შედეგად მიიღებთ უგემრიელეს ქათმის კერძს.
წყარო:კულინარია
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გრძელდება კაცის ძებნა, რომლის დაკარგვის შესახებაც სოციალურ ქსელში 15 იანვარს გაავრცელა ინფორმაცია მისმა ცოლმა.
წინასწარ გააცხელეთ ღუმელი 200 C-ზე. მიქსერით შაქარი და კუბიკებად დაჭრილი კარაქი(ოთახის ტემპერატურის) ფაფუკი მასის მიღებამდე 3–5 წუთით თქვიფეთ. დაუმატეთ კვერცხები(ოთახის ტემპერატურის) სათითაოდ, თასის კიდეები კოვზით ჩაწმინდეთ და დაუმატეთ ვანილის ექსტრაქტი.
საშუალო თასში აურიეთ ფქვილი, სოდა, გამაფხვიერებელი და დარიჩინი. ფქვილის ნაზავის მესამედი კვერცხის ნაზავს დაუმატეთ და ათქვიფეთ. შემდეგ შეურიეთ რძის ნახევარი. დაუმატეთ კიდევ ფქვილის მესამედი, ათქვიფეთ და შეურიეთ დარჩენილი რძე. შეათქვიფეთ დარჩენილი ფქვილიც. თქვიფეთ კარგად და საჭიროებისამებრ, თასის გვერდები კოვზით ჩაწმინდეთ. შეურიეთ შუაზე გაჭრილი და კურკაგაცლილი ყურძენი.
მოუსვით ცხიმი მაფინის საცხობ 15 ჭიქიან ფორმას. თითოეული ჭიქა ცომით თითქმის ბოლომდე ამოავსეთ. მოაყარეთ შაქარი და აცხვეთ 15–20 წუთით, გადაბრაწვამდე. გააგრილეთ ფორმაშივე. მიირთვით თბილი ან გააგრილეთ და შეინახეთ ჰერმეტულ კონტეინერში სამ დღემდე.
წყარო:კულინარია
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ უკრაინის საჰაერო ძალების სამხედროებმა გაანადგურეს რუსეთის არმიის თვითმფრინავი А-50.
მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი სასამართლოში არც ჩვენებას მისცემს და არც საბოლოო სიტყვით ისარგებლებს. აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს სასამართლო პროცესის დაწყებამდე გრიგორიადისის ადვოკატმა თათია მანიჟაშვილმა განუცხადა.
ჩვენი თანამშრომლობა ჩინეთთან არის უკიდურესად მნიშვნელოვანი სხვადასხვა თვალსაზრისით, ჩვენთვის მნიშვნელოვანია პოლიტიკური თანამშრომლობა ჩინეთთან, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეკონომიკური თანამშრომლობა და ამ თანამშრომლობას შეუძლია ძალიან კონკრეტული ხელშესახები შედეგების მოტანა ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ,ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ოკუპირებულ სოფელ ახმაჯის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
900 გრამი ქათმის ფილე
1
ზოლებად დაჭრილი ქათამი ცელოფნის პარკში (შესაკრავი თავით) მოათავსეთ. მეორე ასეთივე პარკში მოათავსეთ წვრილ ზოლებად დაჭრილი ხახვი და ბულგარული წიწაკა(წითელი, მწვანე ან ყვითელი). ქილაში მოათავსეთ ზეითუნის ზეთი, ლიმონის წვენი, ჩილი, ძირა, კაიენის წიწაკა, მარილი, პილპილი და ნიორი. თავსახური კარგად მოუჭირეთ და შეანჯღრიეთ.
მიღებული ნაზავის 1/3 ნაწილი ქათმის ხორცს მოასხით, 1/3 ნაწილი ბოსტნეულს და ნარჩენილი მესამედი გადაინახეთ. პარკები კარგად შეკარით და მაცივარში სულ მცირე ერთი საათით მოათავსეთ.
როცა შესაწვავად მზად იქნება, საშუალოზე მაღალ ტემპერატურაზე გააცხელეთ დიდი ტაფა. ბოსტნეულის მარინადი პარკიდან ტაფაზე გადმოასხით და თუშეთ დარბილებამდე, დაახლოებით 5 წუთით. ბოსტნეული ტაფიდან თეფშზე გადაიტანეთ და ამავე ტაფაზე ქათმის ხორცი მოათავსეთ. როცა ქათამი შეიწვება, ბოსტნეული ტაფაში ჩააბრუნეთ და დაუმატეთ გადანახული მარინადის მესამედი. გამორთეთ გაზქურა.
მექსიკელები ფახიტასს ტორტილათი (შესაძლებელია ბებოს ლავაშით ჩანაცვლება) მიირთმევენ. თუმცა, ჩვეულებრივ, მის გარეშეც ისეთივე გემრიელია
წყარო: კულინარია
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ბრძოლის ველზე პაუზების დაშვება არ შეიძლება, რადგან ეს სარგებელს მოუტანს რუსეთის ფედერაციას უკრაინის წინააღმდეგ ომის გაგრძელებაში.
რელიგიური შენობა ნაგებობების და რელიგიური ნივთების შეურაცხყოფისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემოღებაზე ცვლილებები პოლიტიკური პოპულიზმის კლასიკური ნიმუშია, რომელიც რეალურად არავის სჭირდება, - ამის შესახებ "გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
