December 24, 2025

იანვარი 26 2024

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენლის, ანდრეი იუსოვის განცხადებით, ტყვეთა გაცვლა, რომელიც 24 იანვარს უნდა გამართულიყო და ომის დაწყების შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გაცვლა უნდა ყოფილიყო, ჩაიშალა.


იანვარი 26 2024

სულ მცირე 7 ადამიანი, მათ შორის ბავშვები, დაშავდა უკრაინის ქალაქ ხერსონსა და დონეცკის ოლქის ქალაქ მირნოგრადზე რუსეთის წუხანდელი სარაკეტო დარტყმების შედეგად. ამის შესახებ ადგილობრივი საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციები იუწყებიან.


იანვარი 26 2024

თბილისში, ორბელიანის მოედანზე 20 წლის ნიკიტა აგიევის მკვლელობის საქმეზე 18 წლის პირი დააკავა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.


იანვარი 26 2024

საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება მხოლოდ დროის საკითხია და საქართველოს საზღვრები ევროკავშირის გარე საზღვრები გახდება. ასე რომ, დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ეს საზღვრები ძალიან კარგად არის დაცული არა მხოლოდ საქართველოს გულისთვის, არამედ ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოსთვის, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს საბაჟოს საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართული ღონისძიების ფარგლებში განუცხადა.


იანვარი 25 2024

300   გრამი პასტა

 
200   გრამი გოგრა
 
1   კბილი ნიორი
 
50   გრამი ბოსტნეულის ნახარში
 
1⁄2  ჩ/კ ორეგანო
 
გემოვნებით დაღერღილი წიწაკა
 
გემოვნებით მარილი
 
 
  ს/კ ზეითუნის ზეთი
 
საჭიროებისამებრ წყალი
 
 
მომზადების წესი

პასტა მოხარშეთ მარილიან წყალში.

ცალკე მოხარშეთ გოგრა და გააკეთეთ გოგრის პიურე.

 

ტაფაზე დაასხით ზეითუნის ზეთი და დაყარეთ წვრილად დაჭრილი ნიორი 1-2 წთ-ში დაამატეთ გოგრის პიურე კარგად მოთუშეთ დაამატეთ ბოსტნეულის ნახარში და აადუღეთ მოაყარეთ მარილი დაღერღილი წიწაკა ორეგანო გემოვმებით დაამატეთ პასტა კარგად აურიეთ.

 

თეფშზე მოაყარეთ პარმეზანი სურვილისამებრ.

 
წყარო: კულინარია 
 

იანვარი 25 2024

გერმანია და უკრაინა უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ორმხრივ შეთანხმებაზე, შესაძლოა, მალე შეთანხმდნენ, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


იანვარი 25 2024

აღმოსავლეთ პარტნიორობის 2023 წლის ინდექსში, საერთო ქულებით, საქართველო, მოლდოვისა და უკრაინის შემდეგ მესამე ადგილს იკავებს. კერძოდ, მოლდოვა პირველ ადგილზეა 0.7 ქულით, უკრაინა მეორეზე - 0.66 ქულით და საქართველო მესამეზე - 0.63 ქულით.


იანვარი 25 2024

რუსეთის ქალაქ ტუაფსეში ნავთობის ბაზაზე ხანძარი გამოიწვია უკრაინული დრონებით დარტყმამ. ამის შესახებ BBC-ს უკრაინული სამსახური წერს კიევში ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით. მათი ცნობით, ეს იყო უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ოპერაცია.


იანვარი 25 2024

2023 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურმა, ქვეყნის მასშტაბით, ნარკოტიკულ ზემოქმედებაზე 5492 ადამიანი შეამოწმა, საიდანაც ნარკოტიკული თრობა 4023 პირს დაუდასტურდა.


იანვარი 25 2024

2027 წლიდან, აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების გარდა, უნივერსიტეტში მოსახვედრად შესაძლოა, სახელმწიფო გამოცდის ჩაბარებაც მოუწიოთ.


გვერდი 379 სულ 959
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.