"ყველაზე მეტად, რაც ჭირდება ჩვენ ქვეყანას ეს არის მშვიდობის შენარჩუნება და ხელისუფლება ამისთვის გააკეთებს ყველაფერს, მიუხედავად ნებისმიერი ზეწოლისა" - კახა კალაძე
მე არ მინდა ღიად ვისაუბრო, თუმცა კაბინეტებში, დახურულ კარს მიღმა პირდაპირ ზეწოლა, მოწოდებები იყო, ასევე საჯარო განცხადებები კეთდებოდა, რომ ესე იგი ჩვენ უნდა დაგვეორგანიზებინა ჩარტერები და უკრაინაში უნდა გაგვეშვა მოხალისეები. ხომ გახსოვთ რამხელა ზეწოლა იყო ამასთან დაკავშირებით? პირდაპირ მოგვიწოდებდნენ, რომ ჩავრთულიყავით ამ უბედურებაში, რაც ხდება ახლა სამწუხაროდ უკრაინაში. ასევე პირდაპირი მოწოდებები მეორე ფრონტთან დაკავშირებით, უკრაინის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელმა გააკეთა რამდენიმე განცხადება და ჩვენი არასამთავრობოებიც ამაზე აპელირებდნენ, რომ გვირჩევნია ბომბები ცვიოდეს ქვეყანაშიო, - ამის შესახებ თბილისის მერმა, "ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.
კალაძემ აღნიშნა, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს და საქართველოს ხელისუფლება ამის შესანარჩუნებლად გააკეთებს ყველაფერს, მიუხედავად ნებისმიერი ზეწოლისა.
„ახლა ერთ-ერთმა ორგანიზატორმა აქციების, რომელიც დედაქალაქში იმართება, არ მახსოვს გუშინ იყო თუ რამდენიმე დღის წინ, გამოვიდა და თქვა, რომ მშურს უკრაინისო. წარმოუდგენელია ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანს შურდეს, რაც ხდება სამწუხაროდ უკრაინაში. ჩვენ რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა. ამას ალტერნატივა არა აქვს. დღეს ყველაზე ძვირფასი, ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე მეტად, რაც ჭირდება ჩვენ ქვეყანას ეს არის მშვიდობის შენარჩუნება და ხელისუფლება ამისთვის გააკეთებს ყველაფერს, მიუხედავად იმისა რა ზეწოლაც არ უნდა იყოს, რა შემოტევებიც არ უნდა იყოს, ჩვენ გავაკეთებ ჩვენი ქვეყნისთვის საჭირო საქმეს“, - განაცხადა კახა კალაძემ გადაცემაში „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე“.
აღნიშნულ ინფორმაციას პრესსამსახური ავრცელებს.
სიახლეები
- ქუთაისში, პარლამენტის ყოფილი შენობის მიმდებარედ თანამედროვე მრავალფუნქციური პარკი მოეწყობა
- “ასეთ რა ჰონორარებს იღებს მისი ოჯახი; ასეთი ჩარიცხვები ხშირად ემთხვევა რადიკალური ოპოზიციის მიერ დაანონსებულ ე.წ. მშვიდობიან დამხობებს” - კახიანი ელენე ხოშტარიაზე
- “შემიძლია, პაატა ბურჭულაძეს სანაძლეო დავუდო – 4 ოქტომბერს, 20:00 საათზე ხელისუფლება ბურჭულაძეს თუ არ გადაეცა, მაშინ მან „ღვინოვ კახურო“ იმღეროს” - გურამ მაჭარაშვილი
- “2012 წლის შემდეგ, ახალი საცხოვრებელი, დაახლოებით, 39 000-მა დევნილმა ოჯახმა მიიღო, ამ მიმართულებით გამოყოფილი ბიუჯეტი 25 მლნ ლარიდან 240 მლნ ლარამდეა გაზრდილი” - ირაკლი კობახიძე
- ქუთაისში ნარკოტესტზე გადაყვანილმა მოქალაქეებმა ექიმები და პოლიციელები სცემეს