უკრაინაზე დრონებით მორიგი შეტევა იყო
რუსეთმა უკრაინაზე უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი იერიში მიიტანა. უკრაინის საჰაერო ძალების მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ღამის განმავლობაში საოკუპაციო ძალებმა „შაჰედის“ ტიპის 29 დრონი გამოიყენეს. საჰაერო ძალების თანახმად, ოდესის, ნიკოლაევის, დნეპროპეტროვსკის, ხარკოვის, ჩერკასის, ხერსონისა და კიროვოგრადის ოლქებში 28 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.
დრონების ნამსხვრევებმა ხანძრები გამოიწვია ქალაქ ხარკოვში. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაიწვა ორი კერძო სახლი. დაშავდა სამი ადამიანი.
ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, დრონებით შეტევის შემდეგ, დილის შვიდი საათისთვის, სარაკეტო დარტყმა იყო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტზე. დაშავდა ერთი ადამიანი. კონკრეტულად რომელ ობიექტზე, ადგილობრივი ხელისუფლება ჯერჯერობით არ ასახელებს.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
