საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე თანამდებობას ტოვებს. შოთაძის განცხადებას პროკურატურა ავრცელებს.
„ხალხის ძალის“ თავმჯდომარე, უმრავლესობის დეპუტატი სოზარ სუბარი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს ღია წერილით მიმართავს.
„გირჩის“ დეპუტატის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე ვეტოს დაძლევის მომენტი გადამწყვეტია და „ამით ბოროტმოქმედება გაფორმდება“.
საკითხი მარტივადაა, [ირაკლი] შოთაძეს ერთი წლის შემდეგ გასდის ვადა. „ქართული ოცნება“ აქედანვე იჭერს თადარიგს და არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ეყოლება თავისი კაცი, ისევე როგორც უზენაეს სასამართლოში და სხვა ძნელად მოსახსნელ თანამდებობებზე, - ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.
გერმანიაში, Airbus Helicopters-ის საწარმოში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას გადასცეს მეორე H 145 ტიპის ვერტმფრენი. როგორც შსს აცხადებს, ის აღჭურვილია სამაშველო საშუალებებით და ასევე გამორჩეულია სიმაღლეზე ოპერირების შესაძლებლობით. ამავე ცნობით, ახალი ბორტი სრულად დაკომპლექტებულია ხანძართან ბრძოლისა და სამთო-სამაშველო აღჭურვილობით.
თუ ეს კანონი საბოლოოდ ამოქმედდა, ეს იმას ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნას მიზანმიმართულად ეწინააღმდეგება და მოლაპარაკების პროცესს ბლოკავს! – ეს იმას ნიშნავს იმას, რომ „ქართული ოცნება" მიზანმიმართულად ბლოკავს აშშ-სთან ურთიერთობის სრულიად სხვა ეტაპზე გადაყვანას, მათ შორის აშშ-სთან უვიზო რეჟიმს, თავდაცვის სფეროში დახმარებას და უპრეცედენტო პაკეტს თავდაცვის სფეროში, - ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
ვენეციის კომისიის დასკვნა, რომელიც რუსულ კანონზე უმკაცრეს შესაძლო განაჩენს წარმოადგენს, ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნას შეუძლებელს ხდის, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ საგარეო მდივანმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.
ინგრედიენტები
ახლა ერთობა არის მთავარი. სასოწარკვეთაში ვვარდები ხოლმე, როდესაც იწყებენ ლაპარაკს ისევ პარტიულ განსხვავებებზე. მეგობრებო, რა დროს პარტიული განსხვავებებია? ქვეყანას ვკარგავთ, საქართველო იღუპება, საქართველო აღარ იქნება მსოფლიო რუკაზე, ვის გაახსენდება თქვენი პარტიები და თქვენი პროგრამები? - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ პროცესზე განაცხადა.
22 მაისს რუსთავში, ქალაქის ცენტრში, მერიიდან დაახლოებით 300 მეტრში, დუმბაძის ქუჩაზე, ორი ქალი მოკლეს. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა მცირეწლოვანი ბავშვიც.
