მაისი 14 2024

გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ხელისუფლება ნათელს მოჰფენს თავის განზრახვებს, მაგრამ თუ მათ ევროკავშირთან მიახლოება სურთ, თუ ევროკავშირში გაწევრიანება სურთ, პატივი უნდა სცენ კანონის უზენაესობის ფუნდამენტურ პრინციპებს და დემოკრატიის პრინციპებს, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა კოპენჰაგენის დემოკრატიის სამიტზე განაცხადა.


მაისი 14 2024

პოლიტიკური განცხადებების შემდეგ, პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში პირველ საკითხად მონიშნული „აგენტების კანონის“ მესამე, საბოლოო მოსმენით, განხილვა დაიწყო. მესამე მოსმენისას კანონპროექტში შესაძლებელია მხოლოდ რედაქციული ცვლილებების შეტანა.


მაისი 13 2024

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „აგენტების კანონი“ მესამე მოსმენით განიხილეს და მხარი დაუჭირეს. პარლამენტის შენობის გარშემო მობილიზებული პოლიციის გამო, ოპოზიციის დეპუტატებმა სხდომაზე დროულად შესვლა ვერ შეძლეს. სხდომას ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრების გარდა, ესწრებოდა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია.


მაისი 02 2024

აშშ რუსეთს ადანაშაულებს ქიმიური იარაღის გამოყენების ამკრძალავი საერთაშორისო კონვენციის დარღვევაში. სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ გამოიყენა ქიმიური ნივთიერება ქლორპიკრინი. ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციას(OPCW) ამ მომწამლავი ნივთიერების საბრძოლო იარაღად გამოყენება აკრძალული აქვს.


მაისი 02 2024

ბიძინა ივანიშვილის მიერ ორი დღის წინ გაკეთებული განცხადებები ჩვენი პარტნიორებისთვის - ევროკავშირისა და შეერთებული შტატებისთვის ომის გამოცხადებაა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა FRANCE 24 English-თან ინტერვიუში განაცხადა.


მაისი 02 2024

დღეს დიდი ხუთშაბათია, რასთან დაკავშირებითაც ტაძრებში დიდი ხუთშაბათის მსახურება შესრულდება.


მაისი 02 2024

საქართველოს პარლამენტის ცნობით, გუშინ, საპროტესტო აქციის მონაწილეების მიერ საქართველოს პარლამენტის სასახლეზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაზიანდა პარლამენტის შენობა და ინფრასტრუქტურა, რის გამოც, დღეს პარლამენტის სასახლეში დაგეგმილი ღონისძიებები (ბიუროს და პლენარული სხდომები) არ გაიმართება.


მაისი 01 2024

საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა და მის ხელისუფლებას მოვუწოდებ, რომ მშვიდობიანი შეკრების უფლება უზრუნველყოს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი აცხადებს.


მაისი 01 2024

საკანონმდებლო ორგანომ ფუნქცია და ფასი საერთოდ დაკარგა. მკვლელებში და ბანდიტებში ვსხედვართ, რომლებიც ამართლებენ ასეთ ცემას, ასეთ დარბევას - მათ ფეხქვეშ უნდა იწვოდეს გუშინდელს მერე მიწა, - ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ დეპუტატმა, თაკო ჩარკვიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას მას შემდეგ განაცხადა, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ სხდომათა დარბაზიდან გააძევა.


მაისი 01 2024

ჰაკერებისა და აქტივისტების საერთაშორისო მოძრაობა Anonymous-მა მხარდაჭერა გამოუცხადა „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეებს და „ქართული ოცნების" ხელისუფლებას კიბერშეტევებით და მონაცემთა ბაზების გასაჯაროებით დაემუქრა.


გვერდი 387 სულ 989
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.